info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

საქართველოს რაგბის კავშირი

 

რაგბის განვითარებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში აუდიო-სისტემების შეძენის აუცილებლობა გაჩნდა. კომპანია DTECH-მა საქართველოს რაგბის კავშირს შესთავაზა საუკეთესო გადაწყვეტები და აპარატურა, რომელიც მათ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. საქართველოს რაგბის კავშირს და მათ მსაჯებს კომპანია DTECH-ისგან საჩუქრად გადაეცა უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, VOKKERO-ს აუდიო სისტემები და სხვა საჭირო აპარატურა. VOKKERO-ს ბრენდი წარმოებულია ფრანგული კომპანიის Vogo Group-ის მიერ, რომლის ექსკლუზიური აუტორიზებული წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ DTECH. მსაჯებს ჩაუტარდათ ტრენინგი, გაეცნენ ახალი აპარატურის მუშაობის ძირითად პრინციპებს და მას უკვე აქტიურად იყენებენ დიდი 10-ის და საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებში.

 

საბა აბულაშვილი (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი): „დიდი მადლობა DTECH-ს, რომელმაც უმაღლესი დონის პროფესიონალური სამსაჯო აპარატურის სრული კომპლექტი გადმოგვცა და ამით საქმე გაგვიიოლა. მანამდე ძალიან გვიჭირდა, რადგან ქარის, უამინდობის, ან სავსე ტრიბუნების შემთხვევაში მთავარი მსაჯის ხმა არ ისმოდა, vogo-ს აპარატურა კი მხოლოდ ჩვენს ხმაზე რეაგირებს. გადმოგვეცა ორი კომპლექტი, რომელსაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო შეხვედრებსა და დიდი 10-ის მატჩებში ვიყენებთ. ვიმედოვნებ თანამშრომლობა გაგრძელდება და სამომავლოდ ეს აპარატურა ყველა თამაშზე გვექნება“.