DTECH
ინფორმაცია
ჩვენ შესახებ სიახლეები პარტნიორები ჩვენი მიმართულებები კონტაქტი
+995 32 2 800 555 თბილისი, გვირილების ქ. 15, 0131
მთავარი
Skip to content
XPONENTIAL 2025

XPONENTIAL 2025

DTECH-მა მონაწილეობა მიიღო XPONENTIAL 2025-ში, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართა და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან გამოფენას წარმოადგენს უპილოტო სისტემების, რობოტიკისა და ავტონომიური ტექნოლოგიების სფეროში.


XPONENTIAL 2025

სამი დღის განმავლობაში, ჩვენი დირექტორი შეხვდა სფეროს წამყვან კომპანიებს, გაეცნო ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სიახლეებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ავტონომიური გადაწყვეტების უახლესი მიღწევები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე, საკომუნიკაციო სისტემებსა და რეალურ დროში მონაცემთა დამუშავებაზე.

მესამე დღე დაეთმო სასაზღვრო დაცვასა და საზღვაო ტექნოლოგიების თემატიკას, სადაც ინდუსტრიის ექსპერტებმა გაუზიარეს ერთმანეთს ახალი მიდგომები მეთვალყურეობის, თავდაცვისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ.

ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ მოგაწოდოთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც სამყაროს გარდაქმნის. 


ჩვენი პარტნიორები