შექმენით მომავალი ჩვენთან ერთად
DTECH-ში გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ძლიერი კომპანიის საფუძველია. სწორედ ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი, მუდმივი განვითარება და გუნდური თანამშრომლობა ყოველდღიურობის ნაწილია. გაქვს შესაძლებლობა იმუშაო რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე და განვითარდე იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ტექნოლოგიებს არა მხოლოდ იყენებს, არამედ ქმნის კიდეც.
თუ გსურთ გახდეთ გუნდის ნაწილი, სადაც თქვენი ცოდნა ფასდება, თქვენი განვითარება მნიშვნელოვანია და თქვენი წვლილი რეალურ შედეგს ქმნის — გელოდებით.
მსოფლიოს ტექნოლოგიები — ერთი გუნდის ფარგლებში
იმუშავეთ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური მწარმოებლების — L3Harris, Motorola Solutions, Sepura, FLIR და სხვა, სულ 50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის — პროდუქტებსა და გადაწყვეტებზე, პროფესიონალ გუნდთან ერთად, საქართველოში.
სწავლა იქ, სადაც ტექნოლოგია იქმნება
ჩვენი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მოწვევით მონაწილეობს სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში უშუალოდ მწარმოებლების საწარმოებში. რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ახლოდან გავეცნოთ პროდუქტის შექმნის პროცესს, წარმოების სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს, რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ.
სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება
DTECH 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძლიერი გუნდის შექმნა, არამედ გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს სტაბილურობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ყველა შესაძლებლობა ვაკანსიით არ იწყება
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება DTECH-ის გუნდს გააძლიერებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და მიიღეთ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.
