დიტექის და ქემბიუმ ნეთვორქსის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ
დიტექი ქემბიუმ ნეთვორქსის პარტნიორი გახდა 2015 წელს, რის შემდეგ აქტიურად ახორციელებს მწარმოებლის უსადენო ქსელური პროდუქციის გამოყენებით ქსელების გამართვას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიების და უსადენო ქსელის ოპერატორებისთვის.
2018 ჩვენ მივიღეთ დისტრიბუტორის სტატუსი და დავიწყეთ wi-fi და კომუტატორების (cnPilot, cnMatrix) ხაზების დისტრიბუცია. დისტრიბუტორის როლში მჭიდროდ ვმუშაობთ პარტნიორ ორგანიზაციებთან , რომლებიც ახდენენ ქემბიუმის პროდუქციის რეალიზაციას საბოლოო მომარებლემზე. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ პროექტების შემუშავებასა და ინტეგრაციაში, ვუზრუნველყოთ აპარატურის და ტექნიკური დახმარების შეუფერხებელი მიწოდება, მოვახდინოთ აპარატურის საგარანტიო შეცვლა და ვუზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაცია.
რაც შეეხება წერტილი-წერტილი და წერტილი-მრავალწერტილი წვდომის, სამხედრო გამოყენების აპარატურას, მათი მეშვეობით პროექტების შემუშავებას და დანერგვას სახელმწიფო და კერძო სექტორში, კომპანია ციფრული ტექნოლოგიები ახორციელებს მისი უშუალო ჩართულობით.
