ბრენ-ტრონიქსის ინოვაციების ისტორია
როდესაც ლეო ბრენამ 1973 წელს დააარსა კომპანია ბრენ-ტრონიქსი, მან მიზნად დაისახა ეწარმოებია ბატარეები და აკუმულატორები, რომელიც საიმედოდ იმუშავებდა და გამოდგებოდა როგორც სამხედრო, ასევე ინდუსტრიული გამოყენებისთვის. ლეოს კარგად ესმოდა, რომ ამ სფეროებში წარმატებას ვერ მოიპოვებდა, თუ პროდუქტი მაღალი საიმედოობის არ იქნებოდა. კომპანიამ მოღვაწეობა თავდაპირველად ბატარეების წარმოებით დაიწყო და 1980-იან წლებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა დაამტკიცეს, რომ აკუმულატორები იყო მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ამსუბუქებს ლოგისტიკურ დატვირთვას, ბრენ-ტონიქსმა დაიწყო ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორების წარმოება და მისი პარამეტრების დახვეწა.
იმ დროინდელი აკუმულატორებიდან თანამედროვე ლითიუმ-იონის აკუმლატორებით, რომლებმაც დაამტიკცეს, რომ შესწევთ უნარი დააკმაყოფილონ თანამედროვე ჯარისკაცის მოთხოვნები და ასევე შეამსუბუქონ აღჭურვილობის მასა, კომპანია განაგრძობს აკუმულატორებისა და დასამუხტი მოწყობილობების მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მუშაობს ლითიუმ პოლიმერის ქიმიურ შემადგენლობაზე და ანვითარებს ახალი თაობის აკუმულატორებს მზის სისტემებისთვის.
უფრო იაფი და მეტად საიმედო
აკუმულატორების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს დაბალი ფასი, აკუმულატორის მოხმარება უფრო იაფია ვიდრე ერთჯერადი ბატარეების, რომელიც ხშირად საჭიროებს გამოცვლას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ფასი ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია საბოლოო მომხმარებლებისთვის, თუმცა ასევე გვესმის, რომ მომხმარებლები ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ პროდუქტის ხარისხი არ იქნება კარგი და ვაცნობიერებთ, რომ დაბალი ფასის მიღწევა ხარისხის გაუარესებით მიუღებელია.
ჩვენს პროდუქციაზე დაბალი ფასი მიიღწევა უკვე მრავალგზის გამოცდილი ტექნოლოგიების და კომპანიის ინოვაციების შერწყმით, პროდუქციის შემდგომი "დაჯავშნით", და მისი გამძლეობის და დაცულობის დონის სამხედრო სტანდარტამდე აყვანის გზით. შედეგად ვიღებთ სისტემებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი საიმედოობით და დაბალი ფასით.
ელ. პროდუქტების მიმწოდებელი
კომპანიის ინჟინრები მუშაობენ სამხედრო და ინდუსტრიულ მომხმარებლებთან და ანვითარებენ პროდუქტებს მათი სპეციალური მიზნებისთვის, მათივე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ბრენ-ტრონიქსი საიმედო პარტნიორია პროდუქციის წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე, გამოკვლევების და პროდუქციის განვითარების, წარმოების, გამოცდის და სერთიფიცირების, სპეციალური და სატრანსპორტო ნებართვების აღების ეტაპებამდე.