DTECH
ინფორმაცია
ჩვენ შესახებ სიახლეები პარტნიორები ჩვენი მიმართულებები კონტაქტი
+995 32 2 800 555 თბილისი, გვირილების ქ. 15, 0131
მთავარი
Skip to content
ნიკორა: წარმოების სრული მიკვლევადობა Zebra RFID სისტემით
წარმატების ისტორია

ნიკორა: წარმოების სრული მიკვლევადობა Zebra RFID სისტემით

ავტომატიზებული წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი რთულ, მრავალეტაპიან საწარმოში — ხელით მონაცემთა შეყვანის აღმოსაფხვრელად და ადამიანური შეცდომების შესამცირებლად.

RSM Georgia Solutions Digital Technologies

1998 წელს საქართველოში დაარსებული კომპანია „ნიკორა“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სურსათის მწარმოებელ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს. ამ საცალო ქსელის უკან დგას ფართომასშტაბიანი საწარმოო საქმიანობა, რომელსაც სათავეში „ნიკორა“ უდგას. საწარმო აწარმოებს 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: ხორცპროდუქტებს, რძის პროდუქტებს, თევზეულს, საკონდიტრო/საცხობ ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებსა და სასმელებს.

უპირატესობები / მიღწეული შედეგები

  • წარმოების სრული მონიტორინგი რეალურ დროში
  • მონაცემების ხელით შეყვანა აღმოფხვრილია წარმოების ყველა ეტაპზე
  • უფრო ეფექტიანი საოპერაციო პროცესები — ფოკუსი უშუალოდ წარმოებაზე
  • სისტემით მართული ანგარიშგება, დაგეგმვა და გადაწყვეტილებების მიღება
  • ცდომილების მაჩვენებელი განახევრებულია

„ნიკორას“ შესახებ

სურსათის წარმოებაში მცირე შეცდომებსაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს სურსათის უვნებლობის კუთხით. არასწორ ეტაპზე, არასწორ დანადგარში მოხვედრილმა არასწორმა ინგრედიენტმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს პროდუქციის მთლიანი პარტია, გამოიწვიოს ბაზრიდან პროდუქტის ძვირადღირებული უკან გაწვევა და, უარეს შემთხვევაში, მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის მიზეზი გახდეს.

„ნიკორასთვის“ — კომპანიისთვის, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს კვებავს — მსგავსი რისკის დაშვება უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მომხმარებლებს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით სურსათის ხარისხს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ბაზრის ლიდერები ვართ.“

გიორგი წერეთელი, „ნიკორას“ გენერალური დირექტორი

საოპერაციო სრულყოფილების ამ დონის შესანარჩუნებლად „ნიკორა“ ეყრდნობა სტანდარტიზებულ პროცესებსა და ავტომატიზაციას, რასაც მხარს უჭერს Zebra Technologies.

გამოწვევა

„ნიკორას“ საწარმოო პროცესი გრძელი და მრავალეტაპიანია: ნედლეული, რომლის უდიდესი ნაწილიც იმპორტირებულია, საწარმოო ხაზზე მოხვედრამდე სამაცივრე საწყობებში ინახება. ერთი კონკრეტული პროდუქტი, მაგალითად, სოსისი, გადის დაკეპვის, ემულსიის მომზადების, ფორმირების, თერმული დამუშავებისა და შეფუთვის ეტაპებს.

წარსულში თანამშრომლები საწარმოო მონაცემებს, როგორიცაა ინგრედიენტების მიწოდება და კამერებს შორის პროდუქციის გადაადგილება, ხელით აღრიცხავდნენ. შესაბამისად, ანგარიშგება არც რეალურ დროში ხორციელდებოდა და არც სრულყოფილი იყო.

„ჩვენ გვსურდა წარმოების სრული პროცესი, დასაწყისიდან ბოლომდე, ხილვადი გაგვეხადა. ასევე, გვჭირდებოდა ხელით აღრიცხვაზე დახარჯული დროისა და ძალისხმევის აღმოფხვრა.“

მარიამ კაპანაძე, საწარმოო რესურსების დაგეგმვის (ERP) მიმართულების ხელმძღვანელი, „ნიკორა“

წარმოების თითოეული ეტაპის ავტომატური მონიტორინგის მიზნით, „ნიკორამ“ რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) ტექნოლოგიის შესწავლა დაიწყო.

პრობლემის გადაჭრა

გუნდმა შეისწავლა ევროპის მასშტაბით არსებული ქარხნები, თუმცა ვერ იპოვა შესადარისი რეალური მაგალითი, რამაც გაართულა კომპანიის შიგნით ბიზნეს-ქეისის შემუშავება. „ნიკორას“ საწარმოს თანამშრომელთა უმეტესობას ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის შეზღუდული გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ დანერგვისა და ათვისების სიმარტივე კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი იყო.

„RSM Georgia Solutions-მა გაგვაცნო RFID ტექნოლოგიის იდეა და დაგვაკავშირა კომპანია Digital Technologies-თან, რომელიც სპეციალიზდება RFID სისტემებსა და მათ ინტეგრაციაზე.“

გიორგი წერეთელი

RSM Georgia Solutions-მა შეიმუშავა პრობლემის გადაჭრის კონცეფცია და შექმნა სისტემის ლოგიკა. შედეგად შეიქმნა სრულად ინტეგრირებული ჯაჭვი, რომელიც აკონტროლებს წარმოების სრულ პროცესს — ნედლეულიდან მზა პროდუქციამდე — და ერთიან ქსელში კრავს RFID ინფრასტრუქტურას. მათ მჭიდროდ ითანამშრომლეს ადგილობრივ პარტნიორთან — Digital Technologies-თან, რომელმაც ინტეგრაციის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით სწორი ტექნოლოგიური კონფიგურაციის შერჩევაში დიდი წვლილი შეიტანა.

„Zebra Technologies-მა მალევე მიიპყრო ჩვენი ყურადღება, რადგან გვჭირდებოდა მომწოდებელი, რომელიც შეძლებდა ფიქსირებული RFID წამკითხველების, ანტენების, გამძლე სკანერებისა და მობილური კომპიუტერების ერთიან, ინტეგრირებულ სისტემაში გაერთიანებას.“

მარიამ კაპანაძე

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გუნდმა ტესტირება რეალურ საწარმოო გარემოში ჩაატარა. RFID ეტიკეტებს უნდა გაეძლოთ ტემპერატურისთვის, რომელიც -15°C-დან (საყინულეებში) +80°C-მდე (თერმულ კამერებში) მერყეობდა, ასევე ყოველდღიური რეცხვისა ქიმიკატებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და მაღალი წნევის წყლის ჭავლით.

Zebra-ს როლი: მიღწეული შედეგები და უპირატესობები

დღესდღეობით, სისტემა მთელ ქარხანას მოიცავს. Zebra FX9600 მოდელის ფიქსირებული RFID წამკითხველები ტექნიკურ ოთახშია განთავსებული, ხოლო Zebra AN5X-7X მოდელის ზეგამძლე RFID ანტენები უშუალოდ საწარმოო სივრცეშია დამონტაჟებული. ყოველდღიური ქიმიური რეცხვის პროცესისგან დასაცავად, ანტენები სპეციალურად დამზადებულ უჟანგავი ფოლადის კორპუსებშია მოთავსებული.

პასიური მყარი RFID ეტიკეტები დამაგრებულია თითოეულ სატრანსპორტო კონტეინერზე. პროცესის ყოველ საკვანძო ეტაპზე — სასწორებთან, გადამამუშავებელ დანადგარებთან და კამერებს შორის — სისტემა ახდენს პროდუქციის იდენტიფიცირებას, ადარებს მას საწარმოო გეგმას და ამოწმებს მის რაოდენობასა და ტიპს.

„თუკი არასწორი ინგრედიენტი არასწორ დანადგარში მოხვდება, მანათობლები და ხმოვანი სიგნალები ოპერატორებს აფრთხილებს, სანამ მასალა წარმოების პროცესში ჩაეშვება, ხოლო ნებისმიერი შეუსაბამობა ავტომატურად აღირიცხება.“

გიორგი წერეთელი

Zebra DS3600 სერიის ზეგამძლე სკანერები სარეზერვო ფუნქციას ასრულებენ, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში საწარმოო ხაზის გაჩერების გარეშე გადაერთონ შტრიხკოდების სკანირებაზე. მზა პროდუქციის ეტიკეტირებას Zebra ZT400 სერიის პრინტერები უზრუნველყოფს, ხოლო ინვენტარიზაციისთვის „ნიკორა“ იყენებს Zebra MC9400 სერიის მობილურ კომპიუტერებს.

„წარმოების ყველა ეტაპზე მონაცემების ხელით შეყვანა ავტომატური აღრიცხვით ჩანაცვლდა. შედეგად, თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ კონცენტრირდნენ უშუალოდ წარმოებაზე და არა დოკუმენტაციაზე. დღეს უკვე წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენი საქმიანობა RFID სისტემის გარეშე.“

მარიამ კაპანაძე

გაუმჯობესებული ხილვადობის წყალობით, „ნიკორას“ ახლა უფრო მკაცრი კონტროლი აქვს იმაზე, თუ რა მიეწოდება მომხმარებელს — შეცდომების მაჩვენებელი წინა მონაცემის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ახლა იგეგმება სისტემის მასშტაბირება: „ნიკორა“ აპირებს იგივე RFID ინფრასტრუქტურა კიდევ ორ დამატებით ქარხანაში დანერგოს.

გაქვთ მსგავსი გამოწვევა?

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შერჩევასა და დანერგვაში.

დაგვიკავშირდით
ჩვენი პარტნიორები