ZQ511/ZQ521 მობილური პრინტერები

განსაკუთრებული გამძლეობა და საიმედოობა ყველაზე მკაცრი გარემოსთვის

Zebra-ს ZQ500 სერია კიდევ უფრო გაძლიერდა. პრემიუმ ZQ511 და ZQ521 პრინტერები - ორივე ხელმისაწვდომია RFID მოდელებში - უზრუნველყოფენ თავის კლასში საუკეთესო, გამძლე მობილურ ბეჭდვას ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოყენებისათვის. გამოსცადეთ მაქსიმალური გამძლეობის პრინტერები, რომლებიც შექმნილია მკაცრი, რთული, შიდა და გარე პირობებისთვის, გაუძლებს ძლიერ ვარდნას, ავარიას და გარემოს ნებისმიერ ექსტრემალურ პირობებს, რომლებიც ხშირად გვხვდება სამუშაო ადგილებზე. დამატებითი ფუნქციები, გაზრდილი გამძლეობა და სამხედრო კლასის დიზაინი ნიშნავს, რომ ეს პრინტერი იმუშავებს ისევე კარგად, როგორც თქვენ.

გამძლე. საიმედო. შექმნილი ხანგრძლივი მოხმარებისთვის.

ყველაზე გამძლე პრინტერები ბაზარზე

 

თქვენ გჭირდებათ მობილური პრინტერი, რომელიც გაუძლებს ძლიერ დატვირთვას. ZQ511/ZQ521 პრინტერები შემუშავებულია და სერტიფიცირებულია MIL-STD 810G სტანდარტის შესაბამისად ვარდნისა და შოკის მიმართ მდგრადობისთვის. გარდა ამისა, IEC68-2-32-ის სპეციფიკაციების შესაბამისად შემოწმებულია ვარდნაზე. ისინი უძლებენ 1300-ზე მეტ ვარდნას 1 მეტრის (3.3 ფუტის) სიმაღლიდან, მეტს, ვიდრე ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური მობილური პრინტერი. 

ამ პრინტერებისთვის მყარი ნაწილაკებისა და სითხის შეღწევაც არ არის პრობლემა – ისინი უკვე ქარხნულად IP54 დაცვით არიან აღჭურვილი, დამატებითი დამცავი გარსაცმის გარეშე.

თუ ეს საკმარისი არ არის თქვენი დარწმუნებისთვის, რომ მართლაც ულტრა-მდგრადი მობილური პრინტერებია, ჩვენ გთავაზობთ დამატებით სპეციალურ ექზოსკელეტონის კორპუსს, რომელიც ზრდის ვარდნის ტესტის მდგრადობას 6.6 ფუტიდან 10 ფუტამდე და აუმჯობესებს დაცვის კლასს IP65-მდე.

 

გამძლე კონსტრუქცია


ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ჩამოსხმის მეთოდი (over-molding) კიდევ უფრო ზრდის მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობას და ინარჩუნებს ZQ500 სერიის პრინტერების ვიზუალურ მდგომარეობას მისი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.  

მარტივი ფუნქციონირება და მართვა

სახელმძღვანელო საჭირო არ არის

ZQ500 სერიის პრინტერები შექმნილია ისე, რომ ყველამ შეძლოს მისი გამოყენება. მარტივი მომხმარებლის ინტერფეისს მინიმუმამდე დაჰყავს პრინტერის პარამეტრების შემთხვევით ცვლილების შესაძლებლობა. დიდი ღილაკები ზრდის ხელთათმანიანი თითების სიზუსტეს. მედიის მარტივი ჩატვირთვა ამცირებს სახარჯი მასალების შეცვლაზე გაწეულ დროს.

 

Zebra DNA™ პრინტერებისთვის

 

Zebra DNA-ის პროგრამული შესაძლებლობების კომპლექტი პრინტერებისთვის იყენებს ყველაფერს, რაც ვისწავლეთ ტექნოლოგიის, მომხმარებლებისა და ათასობით გამოყენების შემთხვევის შესახებ. იყავით ერთი ნაბიჯით წინ დისტანციური მართვის ხელსაწყოებით, გაძლიერებული უსაფრთხოებითა და მუდმივი განახლებებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმიზირებული მუშაობის საშუალებას თქვენი პრინტერების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მიუხედავად თქვენი ბიზნეს საჭიროებების განვითარებისა. 

Zebra DNA პრინტერებისთვის დაგეხმარებათ მარტივად დააყენოთ და დააკავშიროთ ბეჭდური აპლიკაციები სხვადასხვა გარემოსა და ინფრასტრუქტურისთვის. თქვენი დანერგვის პროცესი დაჩქარებულია მარტივი ინსტალაციის, დისტანციური წვდომისა და გამარტივებული ნაბიჯების საშუალებით. თქვენი IT გუნდი მარტივად მართავს და უზრუნველყოფს ქსელში ჩართული მობილური პრინტერების მოვლას ნებისმიერ დროსა და ადგილიდან. მათ ასევე შეუძლიათ პოტენციური დაუცველობის იდენტიფიცირება, კიბერ თავდასხმებისგან დაცვა და IT-ისთვის დამახასიათებელი პრობლემების შემცირება.

 

მობილური პრინტერების მართვა დისტანციურად – მარტივად

 

Zebra-ის Printer Profile Manager Enterprise არის სრულფასოვანი დისტანციური პრინტერების მართვის სისტემა.  ის გაძლევთ თქვენი ქსელური მობილური პრინტერების რეალურ დროში ხედვის საშუალებას. ამასთანავე, საშუალებას გაძლევთ მართოთ ისინი მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში არიან. ბრაუზერზე დაფუძნებული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ Zebra DNA პრინტერები, შექმნათ და გაანაწილოთ კონფიგურაციები და განაახლოთ პრინტერები თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

ველი აუცილებელია
ველი აუცილებელია არასწორი ელ. ფოსტა
ველი აუცილებელია
ველი აუცილებელია
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა
თქვენი შეტყობინება არ გაიგზავნა
  • zq511-zq521-1.jpg

მობილური ენერგია, ფუნქციონალურობა და პრემიუმ წარმადობა

Linerless ზრდის პროდუქტიულობას და მდგრადობას

 

აღმოაჩინეთ Zebra ZeroLiner Linerless ეტიკეტების ბეჭდვის გადაწყვეტა არჩევითი ZQ500 Series Linerless ვერსიით, რომელიც შექმნილია ZeroLiner ეტიკეტებთან სამუშაოდ.  ეს გადაწყვეტა არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თქვენი კომპანიის მდგრადი განვითარების ძალისხმევაში. საყრდენი ლაინერის გარეშე, თქვენი თანამშრომლები ნაკლებ დროს უთმობენ ნარჩენების განადგურებას და მეტ დროს მიმდინარე დავალებების შესრულებას, რაც ზრდის პროდუქტიულობას. და რადგან თითო რულონზე მეტი ეტიკეტია, თქვენ უნდა ატაროთ ნაკლები მედია რულონები და ნაკლებად ხშირად შეცვალოთ ისინი.

 

ბეჭდვის ხარისხისა და სიმძლავრის ოპტიმიზირება

 

ბეჭდვის მაღალი ხარისხი და ფუნქციონირება მუდმივად მნიშვნელოვანია. ახალი საბეჭდი თავაკი და მექანიზმი, ასევე ახალი პროცესორი და დამატებული მეხსიერება, უზრუნველყოფს ამ შედეგს. საშუალება გაქვთ თანამშრომლები ყოველთვის გყავდეთ დავალებებისა და სამუშაო გრაფიკის კურსში ZQ500 სერიის მეორადი Bluetooth საკომუნიკაციო არხის საშუალებით. გააგზავნეთ ბეჭვდის ამოცანა პრინტერზე ერთი არხის მეშვეობით, ხოლო მეორე არხი შეასრულებს დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა მოწყობილობის კონტროლი.  გაზარდეთ ბეჭდვის სიჩქარე (5+ დიუმი ერთ წუთში) „draft“ რეჟიმის ფუნქციით მხოლოდ ტექსტური ბეჭდვისთვის. შეასრულეთ მეტი ბატარეის ერთი დამუხტვით Zebra-ს დაპატენტებული Power Smart Print Technology™-ით, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის ზუსტ რაოდენობას, რომელიც საჭიროა უმაღლესი ხარისხის ბეჭდვისთვის და ისიამოვნეთ ბეჭდვის მუდმივად მაღალი ხარისხით — თუნდაც ცხელ და ცივ ტემპერატურაზე — გაუმჯობესებული ტემპერატურის კომპენსაციის პირობებში.

 

მიეცით თქვენს გუნდს მეტის გაკეთების შესაძლებლობა 

 

ZQ511 და ZQ521 პრინტერების მაღალი ტევადობის 3250 mAh PowerPrecision+ ბატარეა კვებავს თქვენი გუნდის მოწყობილობებს ყველაზე ხანგრძლივ ცვლაშიც კი. პრინტერი ასევე ინარჩუნებს ბატარეის ხანგრძლივობას ძილის რეჟიმში გადართვისას, როდესაც არ არის გამოყენებაში, შემდეგ ავტომატურად იღვიძებს ბეჭდვის დავალების გაგზავნისას. გამოიყენეთ გაფართოებული ბატარეა ორჯერ მეტი სიმძლავრით უფრო დიდი ბეჭდვის სამუშაოებზე ან ხანგრძლივ სამუშაო ცვლებზე.

 

მუდამ კავშირზე

 

802.11ac Wi-Fi-ის მხარდაჭერით, პლუს Bluetooth Classic და დაბალი ენერგიის მოხმარებით, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ დაეყრდნონ სწრაფ და უსაფრთხო კავშირებს. გამოიყენეთ ორმაგი რადიო 802.11ac და Bluetooth-ის ერთდროულად მუშაობისთვის დამატებითი კავშირისთვის.

დაბეჭდეთ ყველაფერი: ქვითრები, RFID ტეგები, ეტიკეტები და თვითწებვადი ეტიკეტები

ZQ511 და ZQ521 პრინტერები ოპტიმიზირებულია მოთხოვნადი ქვითრის ბეჭდვისთვის სიგანით 3 დიუმი/72მმ და 4 დიუმი/104მმ, ასევე ბეჭდავენ სხვადასხვა ეტიკეტებს, მათ შორის UHF RFID ტეგებს თქვენი ყველა საჭიროებისთვის. Zebra ლიდერია მობილური RFID ტექნოლოგიების სფეროში, გთავაზობთ მობილურ პრინტერებს თავისი ფართო RFID პორტფელის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს შეცდომების დაშვების შემცირებას და ასევე RFID ტეგების ბეჭდვას და კოდირებას მოძრაობის პროცესში. 

მარაგი, სერვისი და მხარდაჭერა

დაიწყეთ ბეჭდვა თავდაჯერებულად. ბეჭდეთ ხარისხიანად. ბეჭდეთ Zebra-თი

 

ბეჭდვის მასალები გავლენას ახდენს ყველაფერზე – ბეჭდვის თავაკის მუშაობის ხანგრძლივობიდან ოპერაციულ ეფექტურობამდე. სწორედ ამიტომ, Zebra თავად აწარმოებს თერმული ბეჭდვის მასალების საკუთარ ხაზს, რათა უზრუნველყოს მუდმივი და ოპტიმიზებული მუშაობა თქვენს Zebra პრინტერში – რაც თქვენთვის სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის გარანტიაა.

 

მაქსიმალური პროდუქტიულობა, ბიზნეს პროცესების უწყვეტობა და პრინტერების მონიტორინგი

 

Zebra პრინტერებში ინვესტირებით თქვენ აწვდით კლიენტების უკეთეს მომსახურებასა და ოპერაციულ ეფექტურობას. Zebra OneCare-ის საშუალებით შეგიძლიათ უზრუნველყოთ სტაბილური მუშაობა და თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი სარემონტო ხარჯები.

თქვენ მიიღებთ Zebra-ს უშუალო ტექნიკურ მხარდაჭერას და სრულყოფილ სარემონტო მომსახურებას, რომელიც მოიცავს შემთხვევით დაზიანებებსა და წინასწარ განსაზღვრულ შეკეთების ვადებს.

გარდა ამისა, Zebra Visibility Services გაწვდით რეალურ დროში ინფორმაციას პრინტერების მუშაობის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა და გააუმჯობესოთ მათი გამოყენება სამუშაო პროცესში.

 

დამატებითი სიმშვიდე

 

ZQ511 და ZQ521 პრინტერების სტანდარტული ორწლიანი გარანტია უზრუნველყოფს დამატებით დაცვას, რაც თქვენს შენაძენს კიდევ უფრო მომგებიან ინვესტიციად აქცევს.