ET60/ET65 საწარმო პლანშეტები
ყველაზე მრავალმხრივ გამძლე Android™ ბიზნეს პლანშეტები
გაიმარტივეთ მუშაობა და გაზარდეთ ბიზნესის ეფექტურობა პლანშეტებით, რომლებიც გთავაზობენ მეტ შესაძლებლობას— მეტი ფუნქციები, მეტი სიმძლავრე, მეტი უსაფრთხოება, მეტი გამძლეობა და მეტი მრავალფეროვნება. გამოიყენეთ ეს პლანშეტები ყველაზე რთულ გარემოებში — მათ ელეგანტურ დიზაინთან ერთად, ისინი ნამდვილი გამძლე მოწყობილობებია. მზად არიან გაუძლონ მტვერს, ჭუჭყს და ნამტვრევებს საწარმოებში და საწყობებში; შეუფერხებლად მუშაობს საყინულეებში. ამასთანავე უძლებს ყველანაირ გარემო პირობებს — თოვლს, ყინვას, წვიმას, მტვერს, ძლიერ სიცხესა და უკიდურეს სიცივეს.
უმაღლესი მოქნილობის წყალობით, ეს პლანშეტები შეიძლება ნებისმიერი საჭიროების მიხედვით გამოიყენოთ — როგორც პლანშეტი, ლეპტოპის ალტერნატივა ან სატრანსპორტო საშუალებაში დასამონტაჟებელი კომპიუტერი. ფუნქციების თვალსაზრისით, ეს მოწყობილობები აღჭურვილია ძლიერი პროცესორით, ხანგრძლივი მუშაობის ბატარეით, მონაცემთა სწრაფი აღქმის შესაძლებლობებით, უახლესი უკაბელო კავშირის ტექნოლოგიებით და მრავალი სხვა ფუნქციით.
Mobility DNA™ პლატფორმა მათ დამატებით ფასეულობას სძენს, რაც ხელს უწყობს მარტივ გამოყენებასა და მართვას. თუ სამუშაოსთვის გამძლე პლანშეტია საჭირო, ET60/ET65 მოდელები გთავაზობენ ყველა აუცილებელ ფუნქციას.
ყველაზე მძლავრი პლანშეტი თავის კლასში
პროცესორი, რომელიც მზად არის აწმყოსა და მომავლისთვის
ძლიერი Qualcomm™ 6490 რვაბირთვიანი (2.7 GHz) პლატფორმა უზრუნველყოფს სწრაფ უკაბელო კავშირს — 5G და Wi-Fi™ 6E მხარდაჭერით, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც დღევანდელი, ისე მომავალი აპლიკაციების მუშაობას.
მძლავრი უკაბელო კავშირი
5G კერძო ქსელებისა და Citizens Band Radio Service (CBRS)-ის მხარდაჭერა იძლევა მაღალ უსაფრთხოებასა და ეკონომიურობას, რაც სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს დიდ ტერიტორიებზე, როგორიცაა პორტები და სასაწყობე მოედნები. 5G და Wi-Fi 6E ტექნოლოგიების მხარდაჭერით, თქვენი თანამშრომლები როგორც საწარმოს შიგნით, ასევე სამუშაო სივრცის გარეთ, მიიღებენ სწრაფ და საიმედო უკაბელო კავშირს. ფიზიკური SIM-ბარათისა და eSIM-ის საშუალებით, მოწყობილობა მარტივად უკავშირდება როგორც 5G ან CBRS ქსელს, ისე საჯარო მობილურ ქსელს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს ნებისმიერ გარემოში.
მძლავრი აკუმულატორი თქვენი თანამშრომლებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მომთხოვნია თქვენი აპლიკაციები – სტანდარტული ან გაფართოებული ბატარეით, თქვენ მიიღებთ ენერგიას მთელი ცვლის ან მრავალცვლიანი სამუშაოსთვის. ბატარეები მოხსნადია, ამიტომ პლანშეტი არასდროს დარჩება უმოქმედოდ დამუხტავის გამო. Super Capacitor უზრუნველყოფს უწყვეტ ელექტრომომარაგებას ბატარეის შეცვლისას, რაც მონაცემთა დაკარგვისგან გიცავთ. PowerPrecision+ ბატარეები კი ჭკვიან მენეჯმენტს უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს გაუმართავი ბატარეების გამოვლენასა და მათი ჩანაცვლების პროცესის გამარტივებას.
აკუმულატორის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა
გეგმავთ პლანშეტის დამონტაჟებას ამწეზე ან სხვა სასაწყობე ტექნიკაზე? უბრალოდ დაუკავშირეთ ET60/ET65 მანქანის ელექტრომომარაგებას, რაც გამორიცხავს აკუმულატორის შეძენისა და მოვლის საჭიროებას.
მოწყობილობების დაცვა 24/7
LifeGuard™ Android-სთვის უზრუნველყოფს რეგულარულ და დროულ ოპერატიული სისტემის განახლებებსა და უსაფრთხოების პატჩებს თქვენი პლანშეტების მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც იცავს მონაცემებს ჰაკერებისა და უსაფრთხოების დარღვევებისგან. 5G კერძო ქსელებისა და CBRS ტექნოლოგიის მხარდაჭერით, თქვენ სრული კონტროლი გექნებათ მობილურ კავშირებზე, ხოლო SIM და eSIM შიფრაციის სავალდებულო მექანიზმი დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების დაცვის გასაძლიერებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Common Access Card (CAC) ტექნოლოგია.
ნებისმიერი ტიპის შტრიხკოდის სკანირება
გჭირდებათ შტრიხკოდების სკანირება დროდადრო? ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, სკანირება შეგიძლიათ პირდაპირ 16 MP უკანა კამერით, მოწყობილობის ყუთიდან ამოღებისთანავე. თუ ინტენსიური სკანირების საჭიროება გაქვთ, SE55 1D/2D Advanced Range სკანირების მოდული Intellifocus™ ტექნოლოგიით უზრუნველყოფს თითქმის ნებისმიერი შტრიხკოდის წამებში აღქმას ნებისმიერ პირობებში, საოცრად ფართო დიაპაზონზე — თითქმის შეხების მანძილიდან 40 ფუტამდე (12 მ).
მონაცემთა ავტომატური შეგროვება
გამოიყენეთ უკანა კამერა ავტომატურად ნომრების, VIN-კოდების, TIN-ნომრების, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, მრიცხველის მაჩვენებლებისა და საკონტეინერო ნომრების ამოსაცნობად და დასაფიქსირებლად OCR Wedge ტექნოლოგიით. ინფორმაცია სწორად ფორმატირდება და მყისიერად იგზავნება თქვენს აპლიკაციაში — დამატებითი ხარჯებისა და დროის დამთმობი პროგრამირების გარეშე.
მაქსიმალური Android შესაძლებლობები
გამოიყენეთ Android-ის უახლესი ფუნქციები, რომ გაამარტივოთ მრავალფუნქციური მუშაობა და გაზარდოთ პროდუქტიულობა. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გახსნან და გადაერთონ აპლიკაციებს შორის ახალი ამოცანების ზოლის (Task Bar) მეშვეობით და გაყოფილი ეკრანის რეჟიმში ერთდროულად ორი აპლიკაცია გამოიყენონ. და რაც მთავარია, Android 16-ის მხარდაჭერის წყალობით, დღეს შეძენილი მოწყობილობები მომავალი ბიზნეს-ფუნქციებისთვისაც იქნება მზად.
გადაიყვანეთ პროდუქტიულობა და მოწყობილობების ღირებულება ახალდონეზე Mobility DNA-ით—ექსკლუზიურად Zebra-სგან
ინდუსტრიის ყველაზე სრულყოფილი და გამოცდილი პროგრამული ინსტრუმენტები
ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებენ მოწყობილობების ინტეგრაციას, გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ მდიდარი ფუნქციების მქონე აპლიკაციები, რომლებიც სრულად იყენებენ თქვენი მოწყობილობის შესაძლებლობებს, შექმნათ მაღალფუნქციური ვებაპლიკაციები და მარტივად ჩართოთ შტრიხკოდის მონაცემები თქვენს აპებში—კოდის დაწერის გარეშე.
ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და მარტივ დანერგვას, საშუალებას გაძლევთ, მოწყობილობებმა ავტომატურად განახორციელონ კონფიგურაცია ყუთიდან ამოღებისთანავე. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც რამდენიმე, ასევე ათასობით მოწყობილობა შტრიხკოდის სკანირებით ან NFC ტეგზე შეხებით.
ინსტრუმენტები, რომლებიც ამარტივებენ მოწყობილობების მართვას, გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად იპოვოთ დაკარგული მოწყობილობები. ასევე მიიღებთ საიმედო და სტაბილურ Wi-Fi კავშირებს, შეძლებთ აკონტროლოთ, რომელი Google Mobile Services-ის სერვისები გააქტიურდეს და მარტივად შეამოწმოთ მოწყობილობის ყველა ძირითადი სისტემა, რათა თავიდან აიცილოთ არასაჭირო შეკეთების ვიზიტები.
ინსტრუმენტები, რომლებიც ზრდიან სამუშაოს ეფექტურობას, თანამშრომლებს საშუალებას აძლევენ მარტივად მართონ Bluetooth აქსესუარები, გამოიყენონ მონაცემებისთვის ოპტიმიზებული კლავიატურა, შეზღუდონ აპლიკაციები და მოწყობილობის ფუნქციები, რათა ყურადღება სამუშაოზე ჰქონდეთ კონცენტრირებული, ერთდროულად დააფიქსირონ მრავალჯერადი შტრიხკოდები ერთზე მეტ ეტიკეტზე ერთი ღილაკის დაჭერით და სხვა.
მიიღეთ მოქნილობა — ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პლანშეტი!
გადააქციეთ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ კომპიუტერად
უბრალოდ დაამაგრეთ ET60 ან ET65 ახალ, დაპატენტების პროცესში მყოფ სამაგრში ნებისმიერტრანსპორტზე. როდესაც მოწყობილობა სამაგრშია დაფიქსირებული, მისი სენსორული პანელი და სასაწყობე კლავიატურა თბება — ეს არის უნიკალური ფუნქცია, რომელსაც ამჟამად არც ერთი სხვა პლანშეტი არ გვთავაზობს. თუნდაც საყინულესა და მაღალი ტენიანობების პიროებებში, ეკრანი ყოველთვის თავისუფალია კონდენსატისაგან, მკაფიო და მარტივი სანახავია, ხოლო კლავიატურა ყინვისგან დაცულია და მზად არის მონაცემების შესაყვანად. მოწყობილობის ყველა ფუნქცია მარტივად ხელმისაწვდომია, მათ შორის უკანა მხარეს არსებული გაფართოების კონექტორიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ახალი შესაძლებლობები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ დამატებითი კლავიატურა, რაც ამწის ოპერატორებისთვის მოძრაობაში მონაცემთა შეყვანას გაამარტივებს.
შექმენით ორი ერთში ლეპტოპი
უბრალოდ მიამაგრეთ კლავიატურა სამაგრს და მიიღეთ ორი მოწყობილობის ფუნქციონალი ერთში — პლანშეტი და ლეპტოპი მოცულობითი მონაცემთა შეყვანისთვის.
განახლებული გამძლეობა
დიზაინი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას თითქმის ყველაფერს გაართვას თავი
ამ პლანშეტმა გაიარა ყველაზე მეტი რეალური გამოცდა, ვიდრე მისი კლასის სხვა პლანშეტებმა. ის შემოწმებულია ბეტონზე ვარდნაზე, შექმნილია შესანახად ცივ პირობებში ან/და მაღალი ტემპერატურაზე, გამძლეა მტვრისა და კოროზიის მიმართ, და რაც მთავარია, უბრალოდ შეგიძლიათ გარეცხოთ წყლით, როცა დაისვრება. სხვა ტესტებში შედის ვიბრაცია, თერმული შოკი, მზის რადიაცია და მარილიანი ნისლი, რაც უზრუნველყოფს, რომ პლანშეტმა გაუძლოს მუდმივ დარტყმებს, სახმელეთო ტრანსპორტში მუშაობას, სწრაფ და დიდ ტემპერატურულ ცვლილებებს და ინტენსიურ მზის ზეგავლენას. შედეგი? პლანშეტი, რომელიც თითქმის ყველგან მუშაობს—დანერგილი საწყობებსა და საწარმო ქარხნებში მკაცრ გარემოებში, ასევე პორტებში და ეზოებში, სატრანსპორტო სერვისებში და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში.
ეკრანი, რომელიც ყველა გარემოში კარგად ჩანს
იხილეთ სუპერ ნათელი 1000 ნიტის ეკრანი ადვილად ნებისმიერ განათებაში—მათ შორის, გარეთ მზის სხივებში ან შიგნით, დაბალი განათების მქონე საწარმო ქარხანაში ან საწყობში. ორი ყველაზე მოწყვლადი ელემენტი დაცულია შუშის გაბზარვის და ჭყლეტვა გამძლე Gorilla Glass-ით - ეკრანი და არჩევითი სკანერის გამოსასვლელი ფანჯარა.
არაჩვეულებრივი 4-წლიანი ციკლი
განსხვავებით სხვა მრავალი მოწყობილობისგან, ET60/ET65 გაიყიდება ოთხი წლის განმავლობაში, რაც გამორიცხავს შერეული მოდელების დანერგვასთან დაკავშირებულ ხარჯებსა და სირთულეებს. გარდა ამისა, მომსახურების ვადის ოთხი წლით გაგრძელების შესაძლებლობით, თქვენ მიიღებთ მომსახურებისა და მხარდაჭერის საერთო ვადას რვა წლამდე.