Cambium Networks-ის და ციფრული ტექნოლოგიების "პრომო" აქცია

CoVid-19 დაკავშირებულმა მოვლენებმა და დისტანციურად მუშაობის აუცილებლობამ მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ინტერნეტის მოხმარებაზე. სამწუხაროდ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე შესამჩნევია, რომ ინტერნეტ ინფრასტრუქტურა დიდი დატვირთვის პირობებში მუშაობს. ამ ვითარებაში ქსელები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ მომახრებელთა გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ეს განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებში, იმ მოხმარებლებთან, რომლებიც ინტერნეტ კავშირისთვის სხვადასხვა მწარმოებლის რადიო ტექნოლოგიებს იყენებენ. 

ამერიკული კომპანია ქემბიუმ ნეთვორქსი და მისი დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ციფრული ტექნოლოგიები", შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმ ოპერატორებს, რომელებიც მოხმარებელთა მომსახურებას რადიო ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებენ სთავაზობს "პრომო" აქციას, რომლის ფარგლებშიც ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით შეიძინონ ePMP 2000 საბაზო სადგურის კომპლექტი (კომპლექტი შედგება: საბაზო სადგურის, სექტორული ანტენის, სხივის ფორმირების ანტენის და სამოხმარებლო მოდულების "გაქემბიუმების" Elevate License-ის 60 ლიცენზიისგან). შეთანხმების თანახმად ოპერატორებს შეეძლებაათ 2615.70 $ -ის ღირებულების პროდუქცია (ექვივალენტი ლარში) შეიძინონ ფიქსირებულ 3115 ლარად დღგ-ს ჩათვლით.

რა შესაძლებლობებს მოგცემთ ახალი საბაზო სადგური?

ePMP 2000-ის ერთი საბაზო სადგურის კომპლექტი, მოგცემთ შესაძლებლობას მასთან დააკავშიროთ 60-მდე სხვა მწარმოებლის საბონენტო მოდული, რომელიც შესაბამისი ოპერაციული სისტემის ჩასხმის შემდეგ იმუშავებს Cambium Networks-ის პროტოკოლის გამოყენებით, რაც გაზრდის თქვენი საბაზო ინფრასტრუქტურის გამტარობას და სტაბილურობას მინიმუმ 3-ჯერ.

როგორ მოვახდენ კლიენტების ჩართვას ახალ საბაზო სადგურზე?

ახალ საბაზო სადგურზე კლიენტების გადმოყვანა მარტივი პროცედურაა, საბაზო სადგური ფიზიკური მონტაჟის შემდეგ პროცესი იმართება მონიტორინგის ცენტრიდან და საჭიროებს 2-3 საათის მუშაობას, რომლის დროსაც თითო მომხმარებელზე სერვისის მიწოდება წყდება მხოლოდ 2-3 წუთით. აქციის ფარგლებში შესაძლებელია 60-მდე სხვა მწარმოებლის წარმოების სააბონენტო მოდულების "გაქემბიუმება" და ქსელში ჩართვა.

რა სახის ცვლილებები მომიწევს ქსელში ახალი საბაზო სადგურით სერვისის დასაწყებად?

კარგი ინფორმაცია ისაა, რომ ცვლილებები საჭირო არ არის, თქვენი აღრიცხვისა და დაბეგვრის სისტემა და ქსელის ტოპოლოგია რჩება უცვლელი, შეიცვლება მხოლოდ სხვა მწარმოებლის საბაზო სადგური, დანარჩენი ინფრასტრუქტურა და კონფიგურაცია რჩება უცვლელი. მხოლოდ საბაზო სადგურის შეცვლით და სააბონენტო მოდულების "გაქემბიუმებით' შეძლებთ მინიმუმ 3 ჯერ გაზარდოთ თქვენი ქსელის წარმადოობა და სტაბილურობა.

როგორ მოვიქცე, თუ არ მაქვს ePMP 2000-სთან მუშაობის გამოცდილება და მსურს გამოვცადო მისი შესაძლებლობები?

აქციის ფარგლებში ჩვენი გუნდი დისტანციურად დაგეხმარებათ, როგორც საბაზო სადგურის გაშვების და ოპტიმიზაციის პროცესში, ასევე აბონენტების სადგურზე გადმოყვანის პროცესში.

ნუ დააყოვნებთ, დაგვიკავშირდით დღესვე, გააუმჯობესეთ თქვენი ქსელის წარმადობა და გაზარდეთ კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა!

შეავსეთ დაბლა მოცემული ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ შემდგომი დეტალების დასაზუსტებლად.

სავალდებულო ველი
სავალდებულო ველი გადაამოწმეთ ელ. ფოსტის მისამართი
სავალდებულო ველი
შეტყობინება გაგზავნილია
გაგზავნა ვერ მოხერხდა, სცადეთ ახლიდან

ePMP 2000