info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

სეპურას დღე საქართველოში 27.10.2023

 

Sepura დღეს განიხილულ იქნა პროფესიონალური კავშირგაბმულობის TETRA სტანდარტის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის, ბრიტანული კომპანია სეპურას პროდუქცია. მათ შორის, ხელის, სტაციონარული და საავტომობილო ოპერატიული რადიო კავშირგაბმულობის ტერმინალები, მათი აქსესუარები და პროგრამული მართვისა და კონტროლის საშუალებები. ასევე, TETRA / LTE ჰიბრიდული საავტომობილო ტერმინალები. ჩვენი სტუმრები გაეცნენ ევროპისა და მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი პროფესიონალური TETRA აღჭურვილობის შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სამძებრო-სამაშველო მიმართულებების სამსახურებისათვის, ასევე იმ სტრუქტურებისათვის, რომლებიც მუდმივად მუშაობენ კავშირგაბმულობისადმი მაღალი მოთხოვნების პირობებში.