info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

შპს ციფრული ტექნოლოგიები Times Microwave Systems Inc.-ის ავტორიზებული დისტრიბუტორია საქართველოში, Times Microwave Systems (TMS) კი, ლიდერია კოაქსიალური გადამცემი ხაზის ტექნოლოგიასა და წარმოებაში. TMS აწარმოებს გადამცემი ხაზების ფართო სპექტრს სამხედრო, საჰაერო კოსმოსური, უკაბელო კავშირგაბმულობისა და სამრეწველო დანიშნულებისთვის. მათი საინჟინრო გამოცდილება და საწარმოო შესაძლებლობების დიაპაზონი შეუდარებელია ინდუსტრიაში. მათ გააჩნიათ საწარმოო სიმძლავრეები შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, რაც მათ აძლევს საშუალებას დააკმაყოფილონ როგორც სპეციალიზირებული უმაღლესი მოთხოვნები, არამედ მსხვილმასშტაბიანი კომერციული წინადადებები რამოდენიმე კჰც-დან 50 გჰც-მდე სიხშირე-მდე.

 

Microwave Systems - Amphenol Corporation-ის განყოფილებას წარმოადგენს 2009 წლიდან და მას აქვს წვდომა მსოფლიოს ერთერთ უმსხვილესი დამაკავშირებელი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის რესურსებზე. ამფენოლი (NYSE: APH) აწარმოებს, ამუშავებს და ყიდის ელექტრო, ელექტრონულ და ოპტიკურ-ბოჭკოვან კონექტორებს, დამაკავშირებელ სისტემებს და კოაქსიალურ და სპეციალიზებულ კაბელებს. ამფენოლში, 30-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში, 85-ზე მეტ ობიექტზე დასაქმებულია 38000-ზე მეტი ადამიანი.

 

პროდუქტები და მხარდაჭერა

TMS ლიდერობს ინოვაციური საკაბელო პროდუქციის სფეროში უსადენო ბაზარზე  და უზრუნველყოფს მოწინავე დამაკავშირებელი პროდუქციით  მოთხოვნად საჰაერო კოსმოსურ და რადიოელექტრონული ომის სისტემებს. სამრეწველო მოთხოვნები ითვალისწინებს მაღალი ძაბვისა და მაღალი სიმძლავრის კაბელების გაყვანას, ხოლო სამეცნიერო საზოგადოება ენდობა TMS პროდუქტებს კვლევებში. TMS პირველი იყო, ვინც შექმნა მცირე ბოლისწარმომქმნელი კაბელები გემებისთვის.

 

TMS მხარს უჭერს მომხმარებლებს პირდაპირ და სადისტრიბუციო არხების მეშვეობით, ამავდროულად მრავალი სტანდარტული პროდუქტი ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის ვრცელი სადისტრიბუტორო ქსელების მეშვეობით. ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ ქარხნისა და რეგიონული ინჟინრები ექსპლოატაციის მიმართულებით. Times-ს აქვს უნიკალური უნარი, განავითაროს სრულად ოპტიმალური ქსელთაშორისი გადაწყვეტები, დარგში არსებული ტექნოლოგიების ფართო სპექტრის გამოყენებით.

 

ისტორია

Times Microwave Systems დაარსდა 1948 წელს, როგორც Times Wire and Cable Company. TMS-მა პირველმა შეიმუშავა დიელექტრიკები დახურულუჯრედიანი ქაფპოლიეთილენისგან და დაბალ დანაკარგიანი დიელექტრიკიანი კოაქსალური კაბელები.  სწორედ აქედან დაიწყო დღევანდელი მაღალი ხარისხის კოაქსიალური საკაბელო ინდუსტრია.

 

 

დეტალური ინფორმაცია თაიმს მაიკროვეივ სისტემსის შესახებ ინგლისურ ენაზე, შეგიძლიატ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით: www.timesmicrowave.com