info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

1989 წლიდან Getac (TWSE: 3005) არის პიონერი, მძიმე პირობებში მომუშავე პროფესიონალებისთვის სანდო კომპიუტერული გადაწყვეტილებების მიწოდების მიმართულებით. Getac თავდაპირველად დაარსდა, როგორც ერთობლივი საწარმო GE Aerospace-თან თავდაცვითი ელექტრონული პროდუქციის მიწოდების მიზნით. შემდგომში იგი გადაიქცა MiTAC-Synnex Group-ის ერთ-ერთ მთავარ შვილობილ კომპიუტერულ კომპანიად, რომელიც სიდიდით მესამეა ტაივანში და 2014 წელს ჰქონდა 29.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი. Getac. პროდუქცია მუდმივად აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ საერთაშორისო ტესტირების სტანდარტებს, ღია ცის ქვეშ ექსპლუატაციის და მობილურობის გათვალისწინებით.

 

როგორც გამძლე კომპიუტერული გადაწყვეტების წამყვანი პროვაიდერი, Getac მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს, როგორიცაა ლეპტოპები, პლანშეტები, ჯიბის კომპიუტერები. Getac-ის მომხმარებელთა შორისაა სხვადასხვა ვერტიკალური ბაზრის წარმომადგენლები, სამხედრო და თავდაცვა, ძალოსანი სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საზოგადოებრივი თავდაცვა, სასწრაფო დახმარების სამსახური, კომუნალური მომსახურება, საველე სამსახური, ნავთობი და გაზი, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი და სამრეწველო წარმოება.

 

Getac-მა მიაღწია რამდენიმე ტექნოლოგიურ მიღწევას, რაც აძლიერებს კომპიუტერების მუშაობას და უსაფრთხოებას სახიფათო გარემოში. აღსანიშნავია ინოვაციები:

 

QuadraClear®- მზის შუქზე წაკითხვადი ეკრანები.

ღამის ხედვა -სათვალეების საჭიროების გარეშე.

ენერგიის დაზოგვის თანამედროვე ტექნოლოგია.

 

დარგის პირველი რეზისტენტული მრავალ-სენსორული დისპლეი შექმნილია ხელთათმანებით სამუშაოდ.

დარგში საუკეთესო 5 წლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება სრულად დაცულ კომპიუტერებზე.

 

ჯიტაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.Getac.com