კომპანია


შ.პ.ს. „ციფრული ტექნოლოგიები“ 2014 წლის 27 აგვისტოს დაარსდა და აქტიურ ბიზნეს საქმიანობას 2015 წლის ოქტომბრიდან შეუდგა. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ შეძლო დაემსახურებინა მომხმარებლის ნდობა და ასევე გამხდარიყო რეგიონში მსოფლიო დონის 35-ზე მეტი წამყვანი მწარმოებლის სანდო ავტორიზებული პარტნიორი.

„ციფრული ტექნოლოგიები“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით, რომელთა დიდ უმრავლესობას პროფესიონალური რადიო კავშირგაბმულობის, სამხედრო ტექნოლოგიების და უსადენო ქსელური გადაწყვეტების სფეროებში წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

თანამშრომელთა მუდმივი პროფესიულ გადამზადება და აქტიური მონაწილეობა  გამოფენებში, კონფერენციებსა თუ სწავლებებში, ჩვენი ბიზნეს საქმიანობის სფეროებში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებების მიწოდების საშუალებას  გვაძლევს.

კომპანიის მთავარი მიზანია პროფესიონალური, სამხედრო და სამრეწველო კავშირგაბმულობის სისტემებისა და თანამედროვე  ტექნოლოგიური და ქსელური გადაწყვეტილებების მეშვეობით დასახული ამოცანების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე მომხმარებლის სათანადო მხარდაჭერა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიერ საქართველოში ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება. ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტის და მომსახურების შექმნა-მიწოდება, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებს  ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ვებ გვერდის ჩვენი პარტნიორები ნაწილში დაწვრილებით არის წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი კომპანიების და მათი მოღვაწეობის სფეროებს შესახებ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მათი სახით გვყავს ღირსეული და საიმედო პარტნიორები.

საქმიანობა

„ციფრული ტექნოლოგიები“ მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: სამხედრო ტექნოლოგიები, სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემები, ქსელური უზრუნველყოფა/მონაცემთა მიმოცვლა. ეს მიმართულებები მოიცავს თანამედროვე ციფრული სამხედრო და პროფესიონალური რადიო კავშირგაბმულობის საშუალებებსა და სისტემებს, ვიდეო ინფორმაციის რეგისტრაციის, დამუშავებისა და გადაცემის საშუალებებს, ლოკალურ და რეგიონალურ ქსელურ უზრუნველყოფას, მონაცემთა მიმოცვლისა და ტელემეტრიის სამხედრო და  სამრეწველო ტექნოლოგიებს. 

მომსახურება

ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციის და სისტემების იმპორტს, დისტრიბუციას, სასწავლო და საკონსულტაციო მომსახურებას, დაპროექტებას, ინტეგრაციასა და ტექნიკურ მომსახურებას. წამყვან მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს ორიგინალი და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება მივაწოდოთ.

ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ მოღვაწეობის სფეროსა და პარტნიორთა რიცხვს, აქტიურად ვმუშაობთ თანამედროვე ახალი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და შეთავაზების მიმართულებებით.

ჩვენი გუნდი

ციფრული ტექნოლოგიების გუნდის მთავარი სამოქმედო პრინციპი გახლავთ მაღალი პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური მიდგომა, ახალი გზების და იდეების მუდმივი ძიება. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ მაღალი კვალიფიკაცია და დიდი გამოცდილება  იძლევა მომხმარებლის მაქსიმალური მხარდაჭერის შესაძლებლობას.

თეიმურაზ დოლიძე

მმართველი დირექტორი


გიგა მჭედლიშვილი

ფინანსური მენეჯერი


დავით ჩხარტიშვილი

სასაწყობო მეურნეობის სპეციალისტი


დავით მაღრაძე

ლოჯისტიკის სპეციალისტი


ზვიად ლანჩავა

განყოფილების მენეჯერი

ქსელური უზრუნველყოფისა და მონაცემთა მიმოცვლის განყოფილება


ირაკლი სვანიშვილი

ბიზნესის განვითარების მენეჯერი

ქსელური უზრუნველყოფისა და მონაცემთა მიმოცვლის განყოფილება


ანტონ ამბოკაძე

ინტეგრაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი


გურამ თუშმალიშვილი

განყოფილების მენეჯერი

სწავლებისა და ტექნიკური მომსახურების განყოფილება


მაია კატუკია

ოფისის მენეჯერი


გიგო ბეგიაშვილი

იურისტი


დიტექი

ლიდერების არჩევანი

ტექნოლოგიურმა ლიდერებმა გააკეთეს არჩევანი

ეხლა თქვენი ჯერია აირჩიოთ...