info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

28 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება "რობოტების ბრძოლა 2024", რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებს მოეხდინათ თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: რობოტოტექნიკა, მექატრონიკა, ელექტრონიკა და პროგრამირება. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი რობოტები, როგორც დიზაინით, ასევე ხელსაწყოებით. მიმდინარეობდა დაძაბული ბრძოლა, რის ფარგლებშიც ათეული ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიისგან მონაწილე გუნდებმა მიიღეს პრიზები, მათ შორის, ქემბიუმ ნეთვორქსის რეგიონალური დისტრიბუტორის, კომპანია ციფრული ტექნოლოგიების ორ რჩეულ გუნდს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა. 

DTECH გუნდის სახელით ვუსურვებთ მონაწილეებს ულევ წარმატებას მომავალში!