info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

 

 

 

 

 

 

შპს ციფრული ტექნოლოგიები მოქმედებს, როგორც Motorola Solutions-ის ავტორიზებული პლატინის (სავაჭრო) პარტნიორი საქართველოში 2015 წლიდან. ჩვენი საქმიანობა უზრუნველყოფს პარტნიორებისა და საბოლოო მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, განსაზღვრულ ტერიტორიაზე, პროექტის დაგეგმვას, დიზაინს, ინსტალაციას, გარანტიას და შემდგომი გარანტიის მხარდაჭერის მომსახურებას.

 

Motorola Solutions Inc.-ის შესახებ

Motorola Solutions ადამიანებს ტექნოლოგიების მეშვეობით აკავშირებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კომერციული ინტერესის მქონე მომხმარებლები მთელს მსოფლიოში მიმართავენ Motorola Solutions-ის ინოვაციებს მაშინ, როდესაც სურთ, რომ ჰყავდეთ კარგად ინფორმირებული და უახლესი კავშირგაბმულობის სისტემებით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი მუშაობის ხარისხს.

 

მომხმარებლებს სჯერათ Motorola Solutions-ს კომპეტენტური აზრის, აფასებენ მათ მიერ გაწეულ სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა და დასკვნას, ენდობიან მათი გამოგონებებისა და ინოვაციების მრავალწლიან გამოცდილებას.  

 

Motorola Solutions-ს მომხმარებლებთან პარტნიორობით და დაკვირვებით შეუძლია დაეხმაროს მათ კონკრეტულ წარმოებასა თუ საქმიანობაში თავისი პროდუქციის შეთავაზებითა და მათი ყოველდღიური გამოცვილების გაუმჯობესებით.   

 

Motorola Solutions არის ინდუსტრიის ლიდერი

Motorola Solutions ემსახურება 100000-ზე მეტ მომხმარებელს საზოგადოებრივ უსაფრთხოებისა და კომერციის სფეროში 100-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, აღჭურვილი ყველა საჭირო იარაღით თუ მოწყობილობით, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სამუშაოს უზადოდ შესრულებას ნებისმიერ ბიზნესში.

 

Motorola Solutions ფოკუსი: მომხმარებლები

გლობალურ სავაჭრო პარტნიორთან მუშაობისას, როგორიცაა Digital Technologies LLC საქართველოში, Motorola Solutions ეძლევა საშუალება დაუკავშირდეს მომხმარებელთა ფართო ბაზას, მცირე ბიზნესიდან დაწყებული მსოფლიოს უძლიერეს Fortune 500 კომპანიის ჩათვლით. მისი ყურადღება გამახვილებულია ინტეგრირებული საბოლოო გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რომლებიც იძლევიან ინვესტიციებზე მკაფიო მოგების შესაძლებლობას გარდა ამისა, მისი პროდუქცია ინდივიდებს უწყვეტი კავშირის საშუალებას აძლევს.

 

Motorola Solutions გლობალური ლიდერია კრიტიკული ამოცანებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო პროდუქტების, სერვისებისა და გადაწყვეტილებების სფეროში. ისინი გვთავაზობენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელიც მოიცავს ხმის, ვიდეოს და მონაცემთა ტექნოლოგიებს, რათა მოხდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოებსა და საწარმოებს შორის თანამშრომლობა. მათი ყურადღება გამახვილებულია ინტეგრირებული საბოლოო გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, რომლებიც იძლევიან მკაფიო მოგებას ჩადებულ ინვესტიციაზე. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა პროექტის დაგეგმვა, დიზაინი, მონტაჟი, გარანტია და გარანტიის შემდგომი მხარდაჭერა.

 

 

მოტოროლა სოლუშენსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.motorolasolutions.com