info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

ციფრული ტექნოლოგიები ამაყად იკავებს L3Harris Communications Systems-ის ავტორიზებული საერთაშორისო წარმომადგენლის პოზიციას საქართველოში 2016 წლის ოქტომბრიდან. L3Harris საქმიანობა ვრცელდება ტაქტიკური კავშირგაბმულობისა და ღამის ხედვის პროდუქტებსა და სისტემებზე, რომელთა კლიენტისთვის შეთავაზება წარმომადგენლობით მომსახურებას საჭიროებს, როგორიცაა კონსულტაციები, მონტაჟი, მომსახურება ქვეყნის სიგნით.

 

L3Harris არის გამორჩეული ლიდერი სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: ტაქტიკური კომუნიკაციები, გეოსივრცული სისტემები, საჰაერო გადაზიდვების მართვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები, ავიონიკა და ელექტრონული მოწყობილობები, კოსმოსი და დაზვერვა. მომავლისთვის ქსელების გაძლიერების ვალდებულებით, L3Harris სპეციალიზირებულია მოწინავე კავშირგაბმულობის პროდუქტების, ღამის ხედვის ტექნოლოგიებისა და ინტეგრირებული ქსელური გადაწყვეტილებების მიწოდებაში აშშ-ს ჯარისთვის, მოკავშირე საერთაშორისო ძალებისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემებისთვის.

 

L3Harris გამოირჩევა მისი უნარით, ღრმად ჩასწვდეს იმ ადამიანების (ქალების თუ კაცების) საჭიროებების და გამოწვევების არსს, რომლებსაც აწყდებიან ეს ადამიანები ქვეყნის დაცვის სამსახურში.  ეს მიდგომა ჰარისს აქცევს ლიდერად ტაქტიკურ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომუნიკაციების დარგში.

 

L3Harris საქმიანობა მოიცავს როგორც ამჟამინდელი, ისე შემდეგი თაობის სახმელეთო, სატრანსპორტო და საჰაერო სადესანტო ტაქტიკური რადიო გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას, ისევე როგორც ბრძოლის ველზე მართვის ინტეგრირებულ სისტემების დანერგვას.

 

გარდა ამისა, Communication Systems, L3Harris-ის განყოფილებაა, რომელიც ატარებს მსოფლიოში წამყვანი გამოსახულებითი სისტემებისა და სათვალეების მწარმოებლის ტიტულს, რომელიც ამ პროდუქციით ამარაგებს აშშ ჯარსა და მის მოკავშირეებს.  ეს მოიცავს უახლესი Gen 3 ღამის ხედვის ტექნოლოგიას და მოწინავე ქსელურ გადაწყვეტილებებს.

 

L3Harris აფართოებს თავის წვდომას სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მომხმარებლებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პროფესიული კავშირგაბმულობის ბიზნესის მეშვეობით. კომპანიის ეს ჯგუფი ფოკუსირებულია მოწინავე ინჟინერული საზოგადოებრივი უსაფრთხოების რადიოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ქსელური გადაწყვეტილებების და მობილური ფართოზოლოვანი სისტემების განვითარებაზე, რომლებიც აერთიანებს LTE ტექნოლოგიას.

 

ჰარისის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.l3harris.com