info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

შპს ციფრული ტექნოლოგიები Cambium Networks-ის რეგიონალური დისტრიბუტორი და ავტორიზებული წარმომადგენელია 2015 წლიდან, რომელიც ახორციელებს  Cambium Networks -ს მიერ წარმოებული უახლესი კავშირგაბმულობის პროდუქციისა და გადაწყვეტილებების მიწოდებას ქართველ საბოლოო მომხმარებლამდე. 2018 წელს DTECH-მა მიიღო უფლებამოსილება გაავრცელოს Cambium Netwroks cnPilot და cnMatrix პროდუქცია და იმოქმედოს როგორც Cambium Networks დისტრიბუტორმა და პარტნიორმა ქვეყანაში.

 

DTECH ახდენს Cambium Networks გადამყიდველი პარტნიორებისთვის აღჭურვილობის მონტაჟს, კონსულტაციას, და სისტემის დიზაინს. DTECH უშუალოდ არ მონაწილეობს cnMatrix და cnPilot პროდუქტების გაყიდვებში, თუმცა მხარს უჭერს გადამყიდველ პარტნიორებს გაყიდვების წარმოებაში. DTECH უშუალოდ უწევს კონსულტაციას, ინტერგაციას  და დიზაინს ბიზნესისა და სამთავრობო მომხმარებლებს.

 

Cambium Networks უკაბელო ინფრასტრუქტურის წამყვანი გლობალური პროვაიდერია. იგი უზრუნველყოფს ფართოზოლოვან ინტერნეტ-კავშირს და  Wi-Fi საქმიანი ადამიანებისა და კერძო პირებისთვის.  Cambium Networks თანამშრომლობს და ემსახურება ქსელის ოპერატორებს განათლების, ჯანდაცვის სფეროებში, სამრეწველო კამპუსებსა და მუნიციპალიტეტებში, რათა მისცეს მათ საშუალება მაქსიმალურად გაზარდონ ფართოზოლოვანი და  Wi-Fi დაფარვის არეალი.

 

აღმოაჩინეთ თქვენთვის ამ სფეროში ერთადერთი „ღრუბელოვანი“, უკაბელო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო კავშირებს 2 მეტრიდან 200 კილომეტრამდე. 

 

ქემბიუმ ნეთვორქსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.cambiumnetworks.com