WT6400 მაჯის კომპიუტერი
გაზარდეთ მუშაობის ეფექტურობა და სამუშაო ძალის პროდუქტიულობა შემდეგი თაობის Hands-Free სატარებელი კომპიუტერით.
WT6400 არის უახლესი მიღწევა Zebra-ს სატარებელი კომპიუტერების პორტფოლიოში, დატვირთული ინოვაციებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტიულობის შეუდარებელ ზრდას, hands-free კომპიუტერების სამუშაო პროცესებში. WT6400 იძლევა კომფორტის, მოქნილობისა და მარტივად გამოყენების ახალ დონეს თანამშრომლებისთვის, რომლებიც იღებენ შეკვეთებს, ახარისხებენ საქონელს და მართავენ მარაგს საწყობში, სადისტრიბუციო ცენტრში და საწარმოო ქარხანაში. ეკრანი ორჯერ აღემატება წინა თაობის WT6300-ის ზომას, რაც უზრუნველყოფს მეტ სივრცეს იმ ინფორმაციის საჩვენებლად და მასზე სამუშაოდ, რაც თანამშრომლებს სჭირდებათ დავალებების შესასრულებლად. მოდელი ინტეგრირებული კლავიატურით, რომელიც განთავსებულია ეკრანის ქვეშ, უზრუნველყოფს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით მოხმარებას, რაც იძლევა მოქნილად მუშაობის საშუალებას ისეთი პროცესებისთვის, რომელიც საჭიროებს მონაცემების ხელით შეყვანას. WT6400 შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი დაწესებულების ნებისმიერ ადგილას - მათ შორის, საყინულეში. ახალი თაობის გამძლე პლატფორმა უზრუნველყოფს ახალი თაობის დამუშავების ძალას და Android-ის მომავალი ვერსიების მხარდაჭერას. შექმნილია მყარი დიზაინი, რომელიც უძლებს წლებს. შესაძლებელია სამაჯურების ნებისმიერ მკლავზე მორგება, მაქსიმალური კომფორტისთვის. მხოლოდ ზებრას Mobility DNA ხელსაწყოები ამარტივებს მოწყობილობის სიცოცხლის ციკლის ყველა ასპექტს IT-ისა და თქვენი მომხმარებლებისთვის. WT6400 — იდეალური სატარებელი კომპიუტერი, პროდუქტიულობისა და სამუშაო პროცესის ეფექტურობის შემდეგ საფეხურზე ასაყვანად.