DTECH-ის მმართველი დირექტორი ამჟამად იმყოფება Sea-Air-Space 2026-ზე — ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც ეძღვნება საზღვაო უსაფრთხოებას, თავდაცვის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში და აერთიანებს თავდაცვის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს, სამხედრო უწყებებს, სახელმწიფო სექტორსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2026 წლის გამოფენა გაიმართა 19–22 აპრილს და წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც წარმოდგენილია უახლესი მიღწევები როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო და კოსმოსური ტექნოლოგიების მიმართულებით.
DTECH-ის მმართველი დირექტორი მართავს შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს და განიხილავს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებს.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება DTECH-ისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რათა კომპანია მუდმივად იყოს ინოვაციების წინა ხაზზე და ქართულ ბაზარს შესთავაზოს მსოფლიო დონის კრიტიკული კომუნიკაციების და უსაფრთხოების გადაწყვეტები.