შპს ციფრული ტექნოლოგიები არის SRC, Inc.-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. SRC, Inc. არის არაკომერციული კვლევისა და განვითარების კომპანია, რომელიც დაარსდა 1957 წელს ნიუ-იორკში. მათი მისიაა თავდაცვის, გარემოს და დაზვერვის სფეროებში ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევების მოგვარება. მათ მთელს მსოფლიოში გააჩნიათ ოფისები და მომხმარებელთა მომსახურების საიტები, საიდანაც თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყებებთან, როგორიცაა აშშ-ს საჰაერო ძალები, ჯარი, საზღვაო ქვეითები, საზღვაო ძალები, NASIC, DHS, CDC, EPA და დაზვერვის უწყება.
მათი პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში აღსანიშნავია:
CREW Duke სისტემა: კონტრ-IED სისტემა, რომელიც იცავს მებრძოლებს რადიომართვადი იმპროვიზირებული-ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან (RCIED) სიგნალის დაბლოკვის გზით.
LCMR კონტრცეცხლის (ცეცხლსაწინააღმდეგო) რადარები: რადარის ტიპი, რომელიც აღმოაჩენს და აფიქსირებს მტრის ნაღმტყორცნებს, საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს, აწვდის სამიზნე ინფორმაციას კონტრ-ბატარეული ცეცხლის საწინააღმდეგოდ.
Silent Archer® Counter UAS ტექნოლოგია: მტრული უპილოტო საჰაერო სისტემების (UAS) იდენტიფიკაციისა და განეიტრალების სისტემა, რომელიც იყენებს რადარულ, ელექტრო-ოპტიკურ/ინფრაწითელ (EO/IR), ელექტრონული ბრძოლის (EW) და კინეტიკურ გადაწყვეტილებებს.
HPEC: მაღალი ხარისხის ჩაშენებული გამოთვლითი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ტერაფლოპების დამუშავების სიმძლავრეს მაღალ სიმაღლეებზე მოწინავე EW და დაზვერვის აპლიკაციებისთვის.
UAS საჰაერო სივრცის ინტეგრაცია: ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს UAS-ის უსაფრთხო და ეფექტურ ინტეგრაციას ეროვნულ საჰაერო სივრცის სისტემაში შეგრძნებისა და თავიდან აცილების შესაძლებლობების, ერთობლივი/არაერთობლივი გამოვლენისა და შეჯახების თავიდან აცილების ალგორითმების მეშვეობით. ელექტრონული ბრძოლის ინტეგრირებული რეპროგრამირების მონაცემთა ბაზა: მონაცემთა ბაზა, რომელიც იძლევა დროულ და ზუსტ EW საფრთხის მონაცემებს და რეპროგრამირების მხარდაჭერას აშშ-სა და მოკავშირე ძალებისთვის, აძლიერებს მათ გადარჩენის შესაძლებლობას და მისიის ეფექტურობას.
მისიის დაზვერვა და ინჟინერია: სერვისი, რომელიც იძლევა დაზვერვის ანალიზს, წარმოების, გაფანტვა-გავრცელების, და საინჟინრო მხარდაჭერისთვის აშშ-ს და მოკავშირე ძალების მხარდასაჭერად, რაც უზრუნველყოფს მისიის წარმატებას გაფრენამდე.
მრავალ-დომენური განაწილების ოპერაციები: უსაფრთხო ოპერირების უნარი, ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაში, სივრცეში და კიბერ დომენების ქსელში მოწინავე ქსელური, მონაცემთა შერწყმისა და გადაწყვეტილების მხარდაჭერის ტექნოლოგიების მეშვეობით. SRC, Inc. მუდმივად ახდენს ინვესტირებას მისი პერსონალის და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, არასდროს კმაყოფილდება სტატუს კვო მდომარეობით. კომპანია ასტიმულირებს თავის მომხმარებელს გადალახოს პირობითი საზღვრები, რაც ხელს შეუწყობს მისი შესაძლებლობების გაფართოებას®.