info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

 

 

 

 

 

 

შპს ციფრული ტექნოლოგიები 2022 წლიდან მუშაობს Sepura-ს ავტორიზებული პარტნიორად საქართველოში.

 

Sepura არის გლობალური ლიდერი TETRA-ს კრიტიკული ამოცანებისთვის გაქნკუთვნილი პროდუქციის დიზაინში, წარმოებასა და მიწოდებაში. კომპანია ცნობილია თავისი ციფრული რადიო გადაწყვეტილებებით, დამატებითი აქსესუარებით და აპლიკაციებით, რომლებიც განკუთვნილია კრიტიკული ამოცანებისთვის და ბიზნეს  მომხმარებლებისთვის. 2 მილიონზე მეტი მოწყობილობა გამოიყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში.

 

გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის ტექნოლოგიურ ცენტრში დაფუძნებული Sepura არის სანდო პარტნიორი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კომერციული მომხმარებლებისთვის პროფესიონალური მობილური რადიოს (PMR) ბაზარზე მთელს მსოფლიოში. Sepura ქმნის და აწარმოებს TETRA და LTE ციფრულ რადიო პროდუქტებსა და აპლიკაციებს ბიზნესისა და კრიტიკული ამოცანების სფეროში კომუნიკაციებისთვის.

 

მათი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ხელის პორტატულ რადიოებს, სატრანსპორტო საშუალებებს, ჰიბრიდულ TETRA და LTE-ს, კრიტიკული ამოცანებისთვის განკუთვნილი LTE-ს, აუდიო ენერგიის კონტროლს, სამონტაჟო ანტენებს და სხვა. ისინი ასევე გვთავაზობენ TETRA აპლიკაციებს, როგორიცაა SmartView, AutoMate, Route Test, Network Monitor, RadioAudit, RadioLogon და სხვა.

 

Sepura-ს პროგრამირების ხელსაწყოებში შედის რადიო მენეჯერი, Sepura Device Manager, Over-the-Air პროგრამირება, საჰაერო ინტერფეისის დაშიფვრა და სხვა. კომპანია ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიებს, მათ შორის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ენერგეტიკასა და სამთო მოპოვებას, ტრანსპორტირებას და კომერციულ სექტორს. Sepura ცნობილია თავისი ინოვაციებით TETRA პროდუქტებში და ითვლება საუკეთესო პარტნიორად მოწინავე TETRA კო მუნიკაციებისთვის.

 

 

სეპურას შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით: www.sepura.com