info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

 

Cortiss-Wright Corporation-ის მდიდარი ისტორია 90 წელზე მეტ ხანს გრძელდება. კომპანია ჩამოყალიბდა 1929 წელს გლენ კერტისის, რომელიც ცნობილია როგორც საზღვაო ავიაციის მამა და ძმები რაიტების,  რომლებმაც პირველი გაფრენა მოახდინეს ისტორიაში, მიერ დაარსებული კომპანიების შერწყმით. ამ შერწყმამ გააერთიანა 18 შვილობილი კომპანია, ერთის მხრივ და 29 შვილობილი კომპანია, მეორეს მხრივ, რამაც შექმნა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საავიაციო კომპანია შეერთებულ შტატებში.

 

კომპანიის ინტერესი ინოვაციების მიმართ სათავეს იღებს ძმები რაითისა და გლენ კერტისის ადრეულ წარმატებებში. Curtiss Airplane-ისა და Motor Corporation-ის საბოლოო შერწყმამ Wright Aeronautical Corporation-თან 1929 წელს, დიდი დეპრესიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოფიციალურად Curtiss-Wright Corporation შექმნა. 70 მილიონ დოლარზე მეტი აქტივებით და 220 მილიონ დოლარად შეფასებული აქციებით, კომპანია მაშინვე განიხილებოდა მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ საავიაციო კონცერნად.

 

წლების განმავლობაში, Curtiss-Wright მკვეთრი გარდაიქმნები განიცადა და კვლავაც რჩება საავიაციო ბიზნეს-ბაზრების წინა პლანზე. დღეს Curtiss-Wright არის გლობალური, ინტეგრირებული  ბიზნესი, რომელიც  ბაზარზეა ორიენტირებული და ინოვაციების დანერგვის კუთხით დღესაც რჩება ტექნოლოგიების ლიდერად. კომპანია აგრძელებს მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებას, რომელიც შემუშავდა კომპანიის შიგნით ან შეიძინა სტრატეგიული გარიგებების წყალობით.

 

კომპანიის სტრუქტურა დამოკიდებულია დივერსიფიცირებულ საბოლოო ბაზრებზე სამი კარგად დაბალანსებული სეგმენტის საშუალებით - აერონავტიკა და ინდუსტრია, თავდაცვის ელექტრონიკა და სამხედრო- საზღვაოსნო წარმოება და ენერგეტიკა. ამ ბაზრებზე იგი მოწინავე ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული რჩება რომ მოიპოვოს წვდომა მაღალი წარმადობის პლატფორმებსა და კრიტიკულ აპლიკაციებზე. გარდა ამისა, მისი ტექნოლოგიების წყალობით იზრდება უსაფრთხოება, საიმედოობა და წარმოება ყველაზე მოთხოვნად გარემოში, მრავალ-ინდუსტრიული მომხმარებლების მომსახურებისას.

 

21-ე საუკუნეში კურტის-რაიტი 300 მილიონ დოლარზე ნაკლები შემოსავლიდან გადაიქცა გლობალურ ტექნოლოგიების მოთამაშედ, რომლის გაყიდვები 2 მილიარდ დოლარს აღემატება. დღეს იგი აღარ აწარმოებს თვითმფრინავებს, მაგრამ აწარმოებს საავიაციო კომპონენტებს, განსაკუთრებით ამძრავებს, თვითმფრინავის მართვის ბლოკებს, სარქველებს და ზედაპირის დასამუშავებელ სერვისებს. ის ასევე ამარაგებს კომერციულ, სამრეწველო, თავდაცვისა და ენერგეტიკულ ბაზრებს; იგი აწარმოებს ნაწილებს კომერციული და საზღვაო ატომური ენერგეტიკული სისტემებისთვის, სამრეწველო მანქანებისთვის და ნავთობისა და გაზთან დაკავშირებული მანქანებისთვის.

 

 

კურტის-რაიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.curtisswright.com