info@dtech.ge | გვირილების ქ. 15 თბილისი, საქართველო, 0131

 

შპს ციფრული ტექნოლოგიები არის Comrod Communication Group-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში. მათი საქმიანობა მოიცავს პროდუქციის ფართო ხაზის მიწოდებას, როგორიცაა გამძლე სამხედრო ანტენები და მათთან დაკავშირებულ ანძები. ისინი განკუთვნილია ისეთი ტაქტიკური მოხმარებისთვის, როგორიცაა ხელის, სატრანსპორტო საშუალებების, საბაზო სადგურების, გემების ანტენების და ა.შ.  მათი ძირითადი აქცენტი გადატანილია საქართველოს სამხედრო და სამართალდამცავი ორგანიზაციების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

 

Comrod Communication Group გლობალურად აღიარებული კომპანიაა სამხედრო ანტენების, საზღვაო ანტენების, ტელესკოპური და სექციური ანძების, კვების წყაროების, აკუმულატორების დამტენების და სპეციალიზებული კომპოზიტური პროდუქტების დიზაინისა და წარმოების მიმართულებით. როგორც საერთაშორისო კომპანია, Comrod Communication Group აწარმოებს ანტენებისა და ანტენის სისტემების, დამხმარე ანძების, კვების წყაროების და აკუმულატორის დამტენების განვითარებას, წარმოებას, გაყიდვასა და მარკეტინგს თავდაცვის საკომუნიკაციო ბაზარზე. გარდა ამისა, ჯგუფი აწვდის ანტენებს და ანტენის სისტემებს კომერციული საზღვაო დანიშნულებისთვის, ასევე კომპოზიტურ სამრეწველო პროდუქტებს ოფშორული და თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

 

Comrod Communication Group გვესახება ინოვაციური, მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებისა და გამძლე პროდუქციის სინონიმად.

 

ჯგუფის შტაბ-ბინა სტრატეგიულად მდებარეობს სტავანგერში, სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის - საკვანძო მოთამაშის პოზიციას ინდუსტრიულ ბაზარზე.

 

 

ქომროდის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვედზე შემდეგი ბმულის გამოყენებით: www.comrod.com