დიტექის და ულტრა ელექტრონიქსის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი წარმოადგენს ულტრა ელექტრონიქსის ავტორიზებულ პარტნიორს საქართველოში და სახელმწიფო უწყებებს სთავაზობს კომპანიის მიერ წარმოებულ ტაქტიკური კავშირგაბმულობის საშუალებებს.

ულტრა ელექტრონიქს თისიეს-ის შესახებ


თისიეს-ი მოქმედებს ულტრა ელექტრონიქს ჯგუფის ფარგლებში და აწარმოებს თანამედროვე მართვის, კონტროლის, კავშირის, კომპიუტერების, ინტელექტის, დაკვირვების და რეკოგნისცირების (მ3კიდრ) და ბრძოლის ელექტრონული მართვის სისტემებს საჰაერო და საზღვაო გამოყენებისთვის. ულტრა ელექტრონიქს, თიციეს-ის სათაო ოფისი განთავსებულია კანადაში, მონრეალში საწარმოები კი ოტავაში.

გლობალური ლიდერი დიდი გამტარობის რადიო კავშირგაბმულობის სისტემებში


ულტრა ელექტრონიქს თისიესი აწარმოებს საიმედო და მძლავრ კავშირგაბმულობის და ქსელურ აპარატურას თავდაცვის, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი უსარფრთხოების დაცვის ამოცანებისთვის. კომპანიის ინტეგრირებული გადაწყვეტები თამაშობენ ძირითად როლს  მართვის, კონტროლის, კომმუნიკაციის, კომპიუტერების, ინტელექტის, დაკვირვების და რეკოგნისცირების (აბრ. C4ISR) ეკოსისტემაში და აგვარებენ, როგორც კავშირგაბმულობის, აიპი ქსელის, მართვის და კონტროლის (აბრ. ISR), ასევე  ინტელექტის, დაკვირვების და რეკოგნისცირების (აბრ. ISR) ქსელის მოწყობის საკითხებს.  კომპანია მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს წამყვან სისტემურ ინტეგრატორებთან სამხედრო კავშირის სისტემების დანერგვის მიზნით. წარმოებული პროდუქცია სრულად შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში აჭარბებს სამხედრო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს და ნორმებს. წარმოებული პროდუქცია გამართულად და უტყუარად მუშაობს ყველაზე რთულ საომარ პირობებში.

ინტელექტი, დაკვირვება და რეკოქგნისცირება (აბრ. ISR) და ბრძოლის ელექტრონული მართვა (აბრ. EW)


ულტრა ელექტრონიქს, თისიეს სპეციალიზირდება, როგორც ინტელექტის, დაკვირვების და რეკოგნისცირების, ასევე ბრძოლის ელექტრონული მართვის ინტეგრირებულ გადაწყვეტების საერთაშორისო ბაზრისთვის დამუშავების, წარმოებისა და ინტეგრაციის მიმართულებით. კომპანიას მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია აქვს წამყვანი, ინტეგრირებული სისტემების მიწოდების მიმართულებით.

წარსული


ულტრა ელექტრონიქს, თისიეს-ის ისტორია იქყება ადრეული 1903 წლებიდან, როდესაც კანადური კომპანია მარკონი ვაირლეს ტელეგრაფი (აბრ. MWTCC) დაარსდა მონრეალში, კომპანიამ 1904 წელს დაიწყო შორი მანძილზე სამუშაო საზღვაო კავშირგაბმულობის საშუალებების წარმოება. 1912 წლის 14 აპრილს, საღამოს 10:25 (აღმოსავლეთის სტანდარტული დროით) ქეიფ რეისის სადგურმა, ნიუფაუნდლენდში პირველი განგაშის სიგნალი მიიღო საქვეყნოდ ცნობილი ტიტანიკის ბორტიდან . 1920 წლის მაისში დაიგეგმა პირველი რადიო მაუწყებლობა მსოფლიოში, რომელიც კომპანიის უილიამ სთრითის შენობიდან განხორციელდა, საცდელი გასხივებები მიმდინარეობდა 1919 წლიდან. კომპანიამ 1930 წელს ქვეყანაში პირველმა დანერგა საპოლიციო მობილური სისტემა, და სთავაზობდა შეჯავშნულ, სწრაფად გაშლად მობილურ საკომუნიკაციო სისტემებს უკვე 1934 წლიდან. 1956 წელს კომპანიის მიერ წარმოებული ბრიგადების და ბატალიონების დონის სამანქანო და საზღვაო რადიოსადგურები დიდ დახმარებას უწევდნენ მოკავშირე ძალებს მე-2 მსოფილო ომის პერიოდში.

 კომპანია იყო პირველი კანადური მწარმოებელი, რომელმაც კანადის თავდაცვის ზოლისთვის დააპროექტა და აწარმოა მიკროტალღური რადიო-სარელეო სისტემა. 1966 წელს კი კომპანიამ დაიწყო პირველი ტაქტიკური ციფრული რადიო-სარელეო აპარატურის წარმოება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისთვის. 1925 წლიდან 2000 წლამდე, კომპანია მოღვაწეობდა "კანადური მარკონის კომპანია"-ს სახელით (სიემსი), ხოლო 2002 წელს კომპანია შეისყიდა ულტრა ელექტრონიქსმა და გახდა ულტრა ელექტრონიქსის საყრდენი ძალა ტაქტიკური კავშირგაბმულობის და ბრძოლის ელექტრონული მართვის მიმართულებებით.


სრული ინფორმაცია კომპანიის წარსულზე [1901 - 1938წწ] შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე >

ულტრა ელექტრონიქსის შესახებ


ულტრა ელექტრონიქსი არის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს თავდაცვის, უსაფრთხოების ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, იგი სპეციალიზირდება ელექტრონული, ელექტრო-მექანიკური და პროგრამული გადაწყვეტების მიმართულებებით. კომპანიას 160-ზე მეტი სპეციალიზირებული შესაძლებლობების ტერიტორიები გააჩნია, და ფართოდ სთავაზობს საბრძოლო აითი იფრასტრუქტურას, მზის ენერგიის სისტემებს, სპეციალიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ელექტრული კვების სისტემებს, თავდაცვის და უსაფრთხოების აპარატურას და სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მოწყობლობებს. ულტრა გლობალურად წამყვან პოზიციაზე დგას მისი სპეციალიზებული პროდუქტებით და გადაწყვეტებით. კომპანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პარტნიორია და შეუცვლელი პარტნიორია ძირითადი ქვეკონტრაქტორებისთვის სპეციალიზებული გადაწყვეტების მიწოდებისთვის. ულტრა მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას და ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტის ყველა ეტაპზე, დაგეგმარებიდან გარანტიის შემდგომი მომსახურების ჩათვლით.


ულტრა ელექტრონიქსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვედზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.ultra-tcs.com