დიტექის და თაიმს მაიქროვეივის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი წარმოადგენს თაიმს მაიკროვეივ სისტემსის ავტორიზებულ დისტრიბუტორს საქართველოს ტერიტორიაზე.

ტაიმს მაიკროვეივ სისტემსის შესახებ (TMS)


თაიმს მიკროვეივ სისტემსი წარმოადგენს გადამცემი კოაქსიალური ხაზების ტექნოლოგიებსა და წარმოებაში მსოფლიო ლიდერს. კომპანიას აქვს სამხედრო, საავიაციო, უსადენო კავშირის და ინდუსტრიულ სფეროებში გამოსაყენებელი პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანი და გამოირჩევა ინდუსტიაში განუმეორებელი გამოცდილებით და წარმოების მასშტაბებით.  აშშ-სა და ჩინეთში განთავსებული საწარმოო ქარხნების მეშეობით კომპანია ფარავს კილოჰერცებიდან 50გჰც-მდე სპექტრში ყველა პროდუქტს.

2009 წლიდან კომპანია წარმოადგენს კორპორაცია ამფენოლის დივიზიას, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას წვდომა ჰქონდეს ურთიერთეეერთების პროდუქციის მსოფლიოში ყველაზე დიდ მწარმოებლის რესურსებთან. ამფენოლი ახორციელებს ელექტრული, ელექტრონული და ოპტიკურ ბოჭკოვანი კონექტორების, ურთიერთდამაკავშირებელი სისტემების და კოაქსიალური და სპეციალური კაბელების შემუშავებას, წარმოებას და რეალიზაცის. ამფენოლი მსოფლიო დონის მწარმოებელია, რომელიც წარმოადგენილია 30-ზე მეტ ქვეყანაში, 85-ზე მეტი საწარმოთი და 38 000-მდე თანამშრომლით.


პროდუქცია და მომსახურება


თიემეს წამყვანი კომპანიაა საკაბელო ინფრსატრუქტურის და ურთიერთდაკავშირების მოწყობილობების შემუშავების და წარმოების მიმართულებით საავიაციო და ბრძოლის ელექტრონული მართვის სისტემებისთვის. კომპანიის ინდუსტრიული წარმოების ხაზი ერთმანეთში აერთიანებს მაღალი ძაბვისა და დიდი სიმძლავრის კაბელებს, ხოლო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები კი თიემესის პროდუქციას იყენებენ ნაწილაკური ნაკადების კვლევის დროს.  თაიმსი იყო პიონერი დაბალი აბოლების კაბელების წარმოებაში საზღვაო ხომალდებისთვის, ლიდერია ფაზისადმი სტაბილური გადამცემი ხაზების წარმოებაში და ამჟამად ანვითარებს შემდეგი თაობის გადამცემ ხაზებს.

თიემას ახორციელებს მომხმარებლების მხარდაჭერას როგორც პირდაპირ, ასევე სადისტიბუციო ქსელის და კომპანიების დახმარებით, ხოლო ტექნიკური საკითხები და მოთხოვნების დამუშავება ხორციელდება რეგიონალურად წარმოდგენილი საველე ინჟინრების მეშვეობით. თაიმსი ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ძალუძს მომხმარებლებს მიაწოდოს ურთიერთდამაკავშირებელი ტექნოლოგიების ყველაზე ფართო არჩევანი.


ისტორია


თაიმს მაიკროვეივ სისტემსი დაარცსდა 1948 წელს სახელით თაიმს ვაირ ენდ ქეიბლ ქომპანი (დროის სადენისა და კაბელის კომპანია). მისი პირველი ძირეული შემუშავება იყო დაბალი კარგვების პოლიეთილენის ქაფისებური დიელექტრიკის და დაბალი კარგვების  შეწებებული დიელექტრიკის მქონე კოაქსიალური კაბელი. სწორედ ამ შემუშავებების წყალობით განვითარდა თანამედროვე მაღალი გამტარობის და დაბალი კარგვების მქონე კოაქსიალური კაბელების ინდუსტრია. კომპანიის მიერ წარმ,ოების გაფართოებამ და მაღალსიხშირული შემაერთებლების და კონექტორების წარმოების დაწყებამ, მკომპანიას მისცა საშუალება მომხმარბლებისათვის შეეთავაზებინა სრულყოფილი გადაწყვეტები.

თიემეს-მა ასევე მთავარი როლი ითამაშა სამხედრო სტანდარტების შექმნის პროცესში MIL-C-17 კოაქსიალური, ხოლო MIL-T-81490 გადამცემი ხაზების მიმართულებით. ამჟამად თაიმსი არის წამყვანი მიმწოდებელი ზემოთაღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი პროდუქციის მიწოდებაში. თაიმსის პროდუქცია აკმაყოფილებს MIL-T-81490 და MIL-C-87104 გათვალისწინებულ ინტენსიურ მოთოვნებს.

თაიმსმა ასევე შეიმუშავა LMR® ხაზის პროდუქცია, რომელიც მოგვიანებით კაბელის ტიპის სტანდარტად დამკვიდრდა და შექმნა ინოვაციური მიკროტალღური მრავალპორტიანი კონექტორი. მოგვიანებით თაიმსმა განავითარა SiO2 და TF4 ფაზურად-ოპტიმიზირებული დიელექტრიკის ტექნოლოგიები. თაიმს შემდეგი თაობის გადამცემი ხაზების შემუშავების და ბაზარზე წარმოდგენის ხანგრძლივი უწყვეტი ისტროია გააჩნია, და განუწყვეტლივ აგრძელებს ნოვაციების შეთავაზებას თავისი მომხმარებლებისთვის.


ხარისხის გარანტია


თაიმსი საერთაშორისო სტანდარტების მქონე AS9100 / ISO-9001:2008 კომპანიაა, რომელიც განაგრძობს ინოვაციური გადამცემი ხაზების და დამაკავშირებლების წარმოებას და მუდამ მოხარულია ახალ მომხმარებელთან სამუშაოდ.


დეტალური ინფორმაცია თაიმს მაიკროვეივ სისტემსის შესახებ ინგლისურ ენაზე, შეგიძლიატ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.timesmicrowave.com