ჩვენი პარტნიორები

მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი მუდმივი წინსვლისა და სტაბილური განვითარების საწინდარია. საიმედო და ძლიერ პარტნიორებთან მუშაობა, მომხმარებლისთვის ყოველთვის საუკეთესო პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობებს იძლევა.

 

ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ჩვენი პარტნიორებისა და მათი საქმიანობის შესახებ, იმ სამი ძირითადი მიმართულებით, რასაც ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

ტაქტიკური კავშირი


კორპორაცია ელ3ჰარისი


ელ3ჰარისი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ტაქტიკური კავშირგაბმულობის, გეოსივრცული სისტემების და სერვისების, საჰაერო მოძრაობის მართვის, გარემოზე დაკვირვების გადაწყვეტების, ავიონიკის და ბრძოლის მართვის, სივრცისა და ინტელექტის მიმართულებებით... სრულად წაკითხვა


ულტრა ელექტრონიქსი


ულტა ელექტრონიქს ტისიეს წარმოადგენს მაღალი საიმედოობის კავშირგაბმულობისა და ქსელური აპარატურის მწარმოებელ კომპანიას. გამოყენების ძირითადი სფეროები თავდაცვითი სისტემების, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის სისტემენბია. კომპანიის ინტეგრირებული გადაწყვეტები ერთ-ერთი მთავარი რგოლია C4ISR ეკოსისტემაში, რომელიც შედგება კავშირგაბმულობის, აი პი ქსელური, მართვისა და კონტროლის,  დაზვერვის, დაკვირვების და რეკოგნესცირების ქსელების ერთობლიობისგან...სრულად წაკითხვა


ბრენ-ტრონიქსი


ბრენ-ტრონიქსი 1973 წელს, ლეო ა. ბრენამ ლონგ აილენდზე, ნიუ იორკის შტატში დააარსა. კომპანია მომხმარებლებს თავაზობს მაღალი საიმედოობის, უსაფრთხო და პროფესიონალური დიზაინის პროდუქციას, მობილურ და სტაციონარულ კვების წყაროებსა და აკუმულატორებს სამხედრო და ინდუსტრიული სფეროებისთვის. კომპანია ამჟამად მომართულია სამხედრო მომხმარებლების სისტემების მასის შემცირებასა და მებრძოლის შესაძლებლობების გაზრდაზე... სრულად წაკითხვა


ქომროდ კომუნიქეიშენ გრუპი


ქომროდი სამხედრო და საზღვაო ანტენების, ტელესკოპური და სექციური ანძების, კვების წყაროების, აკუმულატორების, დამმუხტველების, და სპეციალური კომპოზიტური პროდუქტების დამპროექტებელი და მწარმოებელი კომპანიაა... სრულად წაკითხვა


ჯიტექი


ჯიტექი დაჯავშნული კომპიუტერული ტექნიკის წამყანი მწარმოებელია. კომპანია აწარმოებს სატარებელ, პლანშეტურ და ხელის კომპიუტერებს. პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სამხედრო და თავდაცვის, სამართალის და საზოგადოებრივი წესრიგის დამცავი, გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები, ნავთობის და გაზის მწარმოებელი/დისტრიბუტორი, სატელეცომუნიკაციო, სატრანსპორტო და მწარმოებელი კომპანიებია... სრულად წაკითხვა

საზოგადოებრივი მობილური რადიო კავშირი (PMR)


მოტოროლა სოლუშენს


მოტოროლა სოლუშენსი აკავშირებს ხალხს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. მოტოროლა სოლუშენსის გადაწყვეტების და ტექნოლოგიების მომხმარებლები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამცველი და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, კერძო კომპანიები რომელთაც ესაჭიროებათ ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა. მოტოროლა სოლუშენსის გადაწყვეტები საიმედო და სწრაფი კავშირით უზრუნველყოფენ ჯგუფებს, როდესაც ოპერტიულ ინფომრაციასთან დაუყოვნებლივი წვდომა კრიტიკულია, მიუხედავად მათი მდებარეობისა... სრულად წაკითხვა


ტრბონეთი


ტრბონეთი პროფესიონალური სადისპეჩერო პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დიდი ოდენობით ინფორმაციის მართვა, კონრტოლი და ანალიზი. პროგრამაში მხრდაჭერილია როგორც ანალოგური ასევე ციფრული რადიო სისტემები, რაც მოსახერხებელია ანალოგური სისტემებიდან ციფრულ სისტემებზე გადასვლის პერიოდში. გადაუდებელი შემთხვევებისას პროგრამა ამცირებს გადაწყვეტილების მიღების და მოვლენაზე ადეკვატური რეაგირების ხანგრძლივობას. მისი მეშვეობით თითის ერთ ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია დაამყაროთ კავშირი დეპარტამენტებთან და სააგენტოებთან, და ასვე თავად მისცეთ დეპარტამენტებს ერთმანეთთან კავშირის შესაძლებლობა... სრულად წაკითხვა


იმტრადექსი აუდიო სისტემები


რალფ კუდერნაკის და მათიას ისერის მიერ 1996 წელს დრეიეიხში (ფრაკფურტთან ახლოს, გერმანია) დაარსებულმა კომპანია იმტრადექსმა მოკლე დროში მოიპოვა ლიდერი მწარმოებლის სახელი. იმტრადექსი ანვითარებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს მოსასმენ და სასაუბრო მოწყობილობებს როგორც საერთო გამოყენებისთვის, ასევე სპეციალიზებული შემთხვევებისთვის. კომპანიის სიძლიერე და კონცეფცია წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალი სტანდარტის ხარისხის, გამძლე და მოხერხებული პროდუქციის წარმოებას... სრულად წაკითხვა


ოტტო


უკვე 50 წელზე მეტია ოტტო აწარმოებს სპეციალური გამოყენების ადუიო აქსესუარების სრულ ხაზს. კომპანიის სათაო ოფისი განლაგებულია აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ ქარპენტერსვილში. იგი აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით, მის მიერ წარმოებული შეუდარებელი ხარისხის ინოვაციური პროდუქტებით. ოტტო-ს ქარხანა აღჭურვილია ყველა საჭირო დაზგა/დანადგარებით პროდუქციის შექმნისა და მისი ტესტირებისთვის... სრულად წაკითხვა


3ემ/პელტორი


3ემ არის მრავალი მიმართულებით დივერსიფიცირებული კომპანია, 3ემ-ის ინოვაციური პროდუქცია ეხმარება მომხმარებლებსა და გაერთიანებებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. მსოფლიო ბაზარზე ლიდერთა შორისაა კომპანიის ექვსივე ბიზნეს მიმართულება. კომპანია მომართლია მომხმარებელთა საჭიროებების შესწავლაზე და დამუშავებაზე, მიღებული ინფორმაციის ანალიზზე და პრობლემის კრეატიულ გადაწყვეტაზე, შედეგი კი 50,000-ზე მეტი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ეხება თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. 3ემ-ის სამყარო უსაზღვროა ... სრულად წაკითხვა


ჯგუფი ტელეგარტნერი


ბოლო 70 წლის მანძილზე, გერმანიაში საოჯახო ბიზნესად ჩამოყალიბებული კომპანია მკვეთრად განვითარდა და იქცა საერთაშორისო კომპანიების ქსელად. იგი სპეციალიზირებულია  სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო კომუნიკაციის საშუალებების - კაბელების და კონექტორების წარმოებაში. ტელეგარტნერი ემსახურება სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელ წამყვან კომპანიებს, ვისთვისაც მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოყენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს თავიანთი ქსელის გამართული და შეუფერხებელი მუშაობისთვის... სრულად წაკითხვა


ლამბდა ანტენას


ლამბდა ანტენას წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ აღიარებული მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელია. მას დიდი გამოცდილება აქვს ანტენების, პასიური გამამეორებლების, და სხვა სატელეკომუნიკაციო კომპონენტების წარმოებაში. ლამბდა ანტენების პორტფოლიო აერთიანებს მაღალი ხარისხის სატელეკომუნიკაციო პასიური ელემენტების სრულ ხაზს... სრულად წაკითხვა


ფი.მო.ტექ. - ფიმო

80-იანი წლების შუიდან ფიმო მსოფლიოში ცნობილი ბრენდია სატელეკომუნიკაციო ბიზნეს წრეებში.

კომპანიის მიერ შექმნილი პირველი სამაგრი რადიო გამომსხივებელი კაბელისთვის გახდა მისი მოკლე დროში მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბების უდაო წინაპირობა. კომპანია ორიენტირებულია საფიდერო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ანტენების კომუფლირების სისტემების შემუშავებასა და წარმოებაზე.... სრულად წაკითხვა


თაიმს მაიკროვეივ სისტემსი


თიემესი მსოფლიო ლიდერია კოაქცსიალური კაბელების წარმოებასა და ტექნოლოგიაში, მის მიერ შექმნილი მრავალი კოაქსიალური კაბელი გახდა მსოფლიო სტანდარტი კოაქსიალური კაბელების ინდუსტრიაში. კომპანია გამოირჩევა სამხედრო, საჰაერი, უსადენო კავშირგაბმულობის და ინდუსტიული გამოყენების გადამცემი ხაზების ყველაზე ფართო არჩევანით და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. მას გააჩნია განუმეორებელი საინჟინრო და საწარმოო შესაძლებლობები...სრულად წაკითხვა


პანორამა ანტენას


პანორამა ანტენას უკვე მესამე თაობის საოჯახო ბიზნესია. კომპანია ომის შემდგომ, 1947 წელს მკვეთრი კონკურენციის პირობებში ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ლეონ იესმენმა და პარტნიორებმა ჩამოყალიბეს. თავდაპირველად კომპანია ოპერირებდა ჯეი.ეფ.ჯეი. ლიმითედის სახელით.

ჯეი.ეფ.ჯეი.-ს ფილოსოფია იყო შეესწავლა მომხმარებელთა საჭიროებები და მიეწოდებია უკეთესი პროდუქცია უფრო მოკლე დროში, ვიდრე ეს კონკურენტებს შეეძლოთ... სრულად წაკითხვა


ალფატრონიქსი


ცნობილია, რომ გარდამქმნელის ან კვების ბლოკის მწყობრიდან გამოსვლა იწვევს სისტემის გაჩერებას. ამიტომ ალფატრონიქსი იყენებს თანამედროვე და მრავალმხრივად გამოცდილ დიზაინს, აწყობის ავტომატურ საშუალებებს და საუკეთესო ხარისხის საწარმოო სისტემას, რადგან მომხმარებლებს თავიდან ააცილოს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, კომპანია აწარმოებს საუკეთესო ელექტრო მკვებავ მოწყობილობებს და მომხმარებლებს აწვდის თანმდევი საინჟინრო მომსახურებით... სრულად წაკითხვა


ქსელი და მონაცემთა გაცვლა


ქემბიუმ ნეთვორქსი


ქემბიუმ ნეტვორქსი უსადენო ქსელური გადაწყვეტების წამყვანი საერთაშორისო მომწოდებელია, ქემბიუმი აკავშირებს დაუკავშირებელს - ხალხს, ადგილებს, მოწყობილობებს - უსადენო ვაი-ფაი და ფიქსირებული წერტილი-წერტილი და წერტილი მრავალწერტილი შეერთების ტოპოლოგიის მოწყობილობების გამოყენებით.  პორტფოლიო მოიცავს არალიცენზირებად და ლიცენზირებულ სიხშირეებზე მომუშავე მოწყობილობებს 800მგჰც-დან 42გჰც-მდე, როგორც მაგისტრალური კავშირის ორგანიზებისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლების ე.წ. ლასთმაილ  მოწყობილობებს და ცენტრალიზებული მართვისა და მონიტორინგის პროგრამულ უზრუნველყოფებს... სრულად წაკითხვა


კორპორაცია ზებრა ტექნოლოჯის

 

ზებრას მეშვეობით ბიზნესი ისეთივე "ჭკვიანი" და დაკავშირებულია, როგორც დღევანდელი თანამედროვე სამყარო.

ზებრა ქმნის ტექნოლოგიებს და გადაწყვეტებს, რომელიც კომპანიებს აძლევს ინფორმაციის და მოვლენების სწრაფად და უშეცდომოდ მართვის საშუალებას. მისი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანიას ეძლევა საშუალება თვალნათლივ და რეალურ დროში შეაფასოს კომპანიაში მიმდინარე პროცესები, მართოს სასაწყობე, საწარმოო პროცესები, ინვენტარი, მიიღოს ინფომრაცი თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის შესახებ და შეაგროვის სტატისტიკური ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად... სრულად წაკითხვა


მოქსა

 

იმეჯინ ქომუნიქეიშენსი აძლიერებს მედია და გართობის ინდუსტრიას ახალი ტრანსფორმირებადი ინოვაციებით. მაუწყებლები, ქსელური ოპერატორები, ვიდეო სერვისების მიმწოდებლები და კომპანიები მსოფლიოს გარშემო, ყოველდღიური ოპერირებისას ეყრდნობიან იმეჯინის ოპტიმიზირებულ, მომავალზე ორიენტირებულ, მრავალფუნქციურ ვიდეოს დამუშავების და რეკლამის მართვის გადაწყვეტებს... სრულად წაკითხვა


ორაქლი


420 ათას მომხმარებლით 145-ზე მეტ ქვეყანაში, ორაკლი თავაზობს სრულყოფილ მონაცემთა შენახვის და დამუშავების პლატფორმებს და პროგრამულ უზრუნველყოფას და სერვისებს ღრუბელში. ორაქლის აპარატურა და პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ იმუშაოს ერთად... სურლად წაკითხვა