დიტექის და პანორამა ანტენას პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი ბრიტანული კომპანია პანორამა ანტენას ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში და პარტნიორებს და საბოლოო მოხმარებლებს აწვდის კომპანიის მიერ წარმოებულ წამყვან საანტენო ინფრასტრუქტურას.

პანორამა ანტენას მესამე თაობის საოჯახო ბიზნესია. იგი 1947 წელს ჩამოყალიბდა ლეონ იესმენის და მისი პარტნიორების მიერ თავდაპრიველი სახელწოდებით შპს ჯეიეფჯეი.

1947 პლასტმასის ჩამოსახმელი ტექნოლოგიები


1947-ში ჯეიეფჯეი პროდუქტები იყო ერთ-ერთი მცირე საოჯახო კომპანია, რომელიც ომის შემდეგ ყოფილმა მომსახურემ ჩამოაყალიბა.


ჯეიეფჯეი-ს ფილოსოფია იყო შეესწავლა ბაზის მოთხოვნები და ყველაზე სწრაფად მიეწოდებინა მაღალი ხარისხის პროდუქცია. ამ გზაზე კომპანიას ბევრი ცდები და ეხპერიმენტები მოუწია. კომპანიის ერთ-0ერთი პირველი პროდუქტები იყო პერსპექსის ფურცლებისგან შექმნილი ნამცხვრის დასადებები, თოჯინების თვალები, და სხვა პლასტმასის ნაწარმი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.


პლასტმასის ჩამოსხმის პირველი გამოცდილების მიღება იყო კომპანიის მომავალი განვითარების წინაპირობა.


1949-ში ბატონმა იესმენმა უკვე გამოიგონა საკუთარი პლასტმასის ჩამომსხმელი მანქანა, რომელიც ახალი მეთოდით პლასტმასის ყალიბში ინექციის მეთოდით მუშაობდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანქანის შესაქმნელად იენსმენმა გამოიყენა ძველი თვითმფრინავის ნაწილები, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იყო ომის შემდგომ პერიოდშ. იენსენმა გამოიგონა თავად პლასტმასის ინექციის მეთოდი, რომელსაც იგი თოჯინების თვალების წარმოებისთვის აქტიურად იყენებდა, საბოლოო პროდუქტის ფასის შესამცირებლად.


თავდაპირველად ბიზნესი პლასტმასის ჩამოსხმის მიმართულებით იყო ცნობილი, რომელიც ელექტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანიების სუბკონტრაქტორი გახლდათ.

1952 ტელევიზორის კომპონენტების მასიური წარმოება


კომპანია ყოველთვის ძიებაში იყო და სურდა მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შექმნა, ამ დროისთვის კი ტელევიზორების წარმოება საწყის ეტაპზე იყო, და კომპანიამ დაიწყო ანტენების შესართების მასირუი დამზადება, ამ დროისთვის კი გაერთიანებულ სამეფოში ტელევისორების ბუმი იყო, რადგან 1953 წელს ხალხი ემზადებოდა დედოფლის კორონაციის ცერემონიის ტელევისორით საყურებლად.


გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჯეიეფჯეი პროდაქტსმა შეიძინა მეორე ქარხანა და სწრაფად მოარგო მასიურ წარმოებას. ახალი შესართები, რომელიც კომპანიამ გამოუშვა, იყო პირველი შესართები, რომელიც იყო რკინის კონტაქტი ჩამოსხმულ პლასტმასის გარსაცმში, ასეთმა სტრუქტურამ მკვეთრად გააიაფა შესართის თვითღუირებულება, რაც გახდა მისი პოპულარობის და მასიური რელალიზაციის წინაპირობა. პირველი შესართის ინოვაციის შემდეგ, კომპანიამ მიმართულება რადიო ელექტრონიკის მიმართ იცვალა და გახდა სპეციალიზებული კომპანია, რომელიც სწავლობდა რადიო აპარატურისთვის პლასტმასის აქსესუარების და შემადგენელი ნაწილების საჭიროებებს და ახდენდა შესაბამისი კომპონენტების შემუშავებას, ამ დორისთვის კომპანიამ შეიცვალა სახელიც და გახდა პანორამა რადიო ქომპანი.

60-იანები ტრანზისტორული რადიო


60-იანების დასაწყისში პოპულარული გახდა ტრანზისტორული რადიო მიმღებები, პანორამა აყვა ახალ ტრენდს და დაიწყო პორტატული ელექტრონული მოწყობილობების გამოშვება. როდესაც აითივი გამოჩნდა, კომპანიამ მოახდინა შემათანხმებელი მოწყობილობების გამოშვება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა პირველი და მეორე მეტრული დიაპაზონების გაერთიანება. მოწყობილობების წარმოება განვითარდა საჰაერო ტელესკოპური ანტენების წარმოებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ბიბისი-ს და აითივი-ს სიგნალების მიღება ერთი ანტენით.


როდესაც სტრონომ დაიწყო პირველი ტრანზისტორული რადიო სისტემის მიწოდება პოლიციის სტრუქტურებისთვის, პანორამამ შექმნა პირველი სამანქანო ანტენა შიდასაქალაქო პოლიციის სტრუქტურებისთვის. პანორამამ დაიწყო რევოლუციური ანტენების წარმოება, რომელიც გამოირჩეოდა წყალმედეგი დიზაინით, კარგი შესართებით და კოაქსიალური კაბელით.  პანორამამ ასევე შექმნა ხვეული ანტენები სტრონოს ახალი კომპაქტური სატარებელი სადგურებისთვის, ეს უკანასკნელი ანტენა დიდი პოლპულარობით სარგებლობდა და პანორამამ მიიღო შეკვეთები როგორც პოლიციის სტრუქტურებიდან, ასევე სამაშველო სამსახურებიდან და თავდაცვის სამინისტროსგან ბოლო თაობის სამხედრო რადიოსადგურებთან სამუშაოდ.


70-იანები საკომუნიკაციო ანტენები


70-იანებში, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ გასცა ლიცენზიები 2 მხრივი რადიო კავშირისთვის, პანორამამ დაიკავა ანტენების ბაზრის უდიდესი წილი. 1974 წელს კომპანიას ჩაუტარდა რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ახლანდელი სახელით ცნობილი პანორამა ანტენას, რომელიც მთლიანად ოჯახური ბიზნესი გახლდათ. ახალი ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება გახდა ანტენების წარმოება.


პანორამას მრავალხმრივი წარმატება და მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი გახდა წინაპირობა, რომ პანორამას მიერ შექმნილი პლასტმასში ჩამოსხმული ანტენის შესართები გახდა იმდროინდელი ინდუსტრიის სტანდარტი. 1984 წელს პანორამა იყო პირველი კომპანია, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში შექმნა მობილურის ანტენა რომელიც აქტიურად იყო გამოყენებული 1985 წლიდან, როდესაც პირველი ფიჭური მობილური ქსელი გამოჩნდა გაერთიანებულ სამეფოში,

1985 პირველი ფიჭური შუშაზე დასამაგრებელი ანტენა


პანორამა იყო პირველი კომპანია, რომელმაც გაყიდა შუშაზე დასამაგრებელი ანტენა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაშ. ტექნოლოგია გამოცადეს აშშ-ში 800მგჰც სიხშირის ქსელებზე, ხოლო პანორამა იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც ტექნოლოგიას ადაპტირება გაუკეთა 900მგჰც-ზე. 1990 წლის 9 აპრილს ანდრიუ და კრისტოფერ ყესმანმა შეავსეს საპატენტო აპლიკაცია პირველი მყარი შემადგენლობის შემათანხმებელი წრედისთვის. პანორამას შუშაზე დასამაგრებელი ანტენა იყო პირველი ანტენა, რომელშიც გამოყენებული იყო პლატაზე დაბეჭდილი შემათანხმებელი გტრაქტი. ამ დაპატენტებულმა ტექნოლოგიამ რევოლუცია გამოიწვია შუშაზე დასამაგრებელი ანტენების წარმოებაში და დააწესა ახალი სტანდარტი ანტენების წარმოებაშ. დღესდღეისობით მწარმოებლების უმრავლესობა იყენებს პანორამას დაპატენტებულ ტექნოლოოგიას სამანქანო ანტენების წარმოებისას.

1989 წელს პანორამა გახდა პირველი ISO9002 სერტიფიკატის მქონე ანტენების მწარმოებელი კომპანია ევროპაში. პანორამა იყო პირველი კომპანია ევროპაშ რომელმაც ანტენების ტესტირების მიზნით შეიძინა ერთ-ერთი პირველი ქსელური ანალიზატორი გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ჰიულეტ პაკარდმა შემთხვევის აღსანიშნავად შამპანურთან ერთად მიართვა.

1992 ახალის ერას დასაწყისი


1992 წლის იანვარში პანორამამ დახურა მისი საწარმოო ქარხანა ვადჰამ როუდზე, პტნიში და გადავიდა წარმოებაზე მორგებულ საწარმოში ვენდსვორთში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში.  ახალი საწარმო უფრო მორგებულია პროდუქციის წარმოებისა და განვითარების პროცესზე. პანორამა არის ლონდონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის აქტიური წევრი (წევრის ნომერი: 307132) და ვენდსვორთის გამოწვევის პარტნიორობის წევრი. 


1997 უწყვეტი ინოვაცია


1990 წლებში პანორამას ანტენებმა, ფიჭური ქსელების განვითარების პარალელურად დაიმკვიდრეს ახალი ბაზრები. საგრძნობლად გაიზარდა გაყიდვები ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში, რამაც გამოიწვია დიდი ინვესტრირება წარმოების სიმძლავრის გასაზრდელად და პროდუქციის განვითარებისთვის საჭირო ხელსაწყოების შესაძენად.


1997 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი დაბალი პროფილის მქონე (ცხირის გარეშე) 900მგჰც სიხშირეზე მომუშავე შუშაზე დასამაგრებელი ანტენა, და პირველი ორ სიხშირეზე მომუშავე (900მგჰც და 1800მგჰც) შუშაზე დასამაგრებელი ანტენა.


2000 საერთაშორისო გაფართოება


ბოლო დეკადაში პანორამამ მიზნად დაისახა კომპანიის გაზრდა და განვითარება მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანიამ გახსნა ახალი ოფისები გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში და გარდაიქმნა მსოფლიოში ცნობილ ანტენების მწარმოებელ კომპანიად, რემელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან და გამოცდილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალის მქონე კომპანიასთან. პანორამა საბაზრო ლიდერია მანქანათა შორის კავშირის და სამომხმარებლო უსადენო კავშირის დარგებში.


2011 და შემდეგი პერიოდი


1980 წლებში განხორციელებული ინვესტირების ფარგლებში მოხდა ქსელური კომპიუტერის სისტემის დანერგვა მასალათა და რესურსების დაგეგმარებისთვის. 80-იანების შემდეგ კომპიუტერული სისტემები მკვეთრად განვითარდა, პანორამა თანმიმდევრულად ანახლებდა მის სისტემას, კომპანიის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო 2011-ში პანორამამ დანერგა ღრუბელში მომუშავე საპ-ის ტექნოლოგია სამუშაო პროცესის მართვის და ავტომატიზაციისთვის. დღეს კომპანია მომართულია საწარმოო შესაძლებლობების გაზრდაზე, კონკურენტუნარიანობის გზარდაზე მისი წარმოების და კვლევების შესაძლებლობების გაფართოვებით, რაც გარანტიას იძლევა რომ კომპანია შეინარჩუნებს და განავითარებს მოწინავე კომპანიის პოზიციებს.


პანორამას შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.panorama-antennas.com