დიტექის და ჯიტექის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი წარმოადგენს ჯიტექის გაყიდვების პარტნიორს საქართველოში  და პარტნიორებს და საბოლოო მოხმარებლებს სთავაზობს კომპანიის პროდუქციის სრულ ხაზს, საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას

ჯიტექის შესახებ


1989 წლიდან ჯიტექი (TWSE: 3005) აწარმოებს შეჯავშნულ ცომპიუტერებს სპეციალიზებულ და ექსტრემალურ  გარემოში გამოყენებისთვის. ჯიტექი ჩამოყალიბდა როგორც ერთობლივი საწარმო ჯენერალ ელექტრიკთან ერთად და მუშაობდა თავდაცვითი ელექტრონული პროდუქციის წარმოების მიმართულებით საჰაერო აპარატებისთვის. კომპანია ერთ-ერთი ძირითადი შვილობილია მიტაკ-სინექს ჯგუფისთვის, იგი მესამე დიდი გამომთველი აპარატების მწარმოებელია ტაივანში საერთო შემოსავლით 29.4 მილიარდი აშშ დოლარი (2014 წლის მონაცემები) . კომპანიის პროდუქცია გადის შეჯავშნული კომპიუტერების გამოცდის ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს,  რთულ გარემო პირობებში და შენობის გარეთ გამოყენებისთვის.

წამყვანი შეჯავშნული კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლის როლში, ჯიტექი მომხმარებლებს  სთავაზობს ტექნიკის ფართო არჩევანს, როგორც შეჯავშნულ კომპიუტერებს, ასევე შეჯავშნულ ხელის კომპიუტერებსა და პლანშეტურ მანქანებს.  ჯიტექი ემსახურება საბალოო მომხმარებელთა ფართო სპექტრს, მათ შორის სამხედრო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, გადაუდებელი დახმარების, ინდუსტრიულ, საველე მომსახურების, ნავთობის და გაზის, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის და წარმოების სფეროს წარმომადგენლებს.

ჯიტექის მიერ შემუშავებულმა ექსკლუზიურმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა მკვეთრად გააუმჯობესა მოწყობილობათა მუშაობა საშის გარემოში:

ქუადრაქლიარ - დღის სინათლეზე წაკითხვადი ეკრანი;

ღამის ხედვა სათვალის გარეშე;

ენერგიის დაზოგვის მოწინავე ტექნოლოგია;

მსოფლიოში პირველი, წინაღობის ცვლილებაზე რეაგირებადი მრავალწერტილიანი შეხებაზე მგრძნობიარე ეკრანი დამცავი ხელთათმანებით მუშაობისთვის;

საუკეთესო 5 წლიანი გარანტია სრულად შეჯავშნულ კომპიუტერებზე;

2010 წლის იანვარში ინდუსტრია შეძრა იმ ფაქტმა, რომ სრულად შეჯავშნულ კომპიუტერებზე ვრცელდება 5 წლიანი საგარანტიო პერიოდი;

ჯიტექის მსხვილი მომხმარებლები:


  • აშშ-ს საჰაერო ძალები - ბი300
  • ჰიუსტონის პოლიციის დეპარტამენტი (აშშ) - ბი300
  • ნედერლანდების არმია - ვი100
  • სამხრეთ აღმოსავლეთ წყალი (გაერთიანებული სამეფო) - ვი200
  • სურეტე დუ ქუებექ (კანადა) - ვი100
  • სან ხოსეს პოლიციის დეპარტამენტი (აშშ) - ბი300
  • კარტნერის სახელმწიფო სატყეო სააგენტო (ავსტრალია) - პიეს535ეფ
  • იენოპტიკ ეიჯი (გერმანია) - ი100
  • ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტი (აშშ) - ბი300
  • ვეილიგეისდრეხიო იესელენდის სახანძრო დეპარტამენტი (ნიდერლანდების სამეფო) - ვი100
  • ბერლინერ ვოსერბეტრიებ (გერმანია - ბერლინის წყალი) - ვი200
  • ალაბამა გეს კომპანი (აშშ)  - ეს400 / ბი300
  • ჰეილონგიანგის პროვინციის სატყეო ბიურო (ჩინეთი) - პიეს535ეფ
  • აუსტრიის სახელმწიფო საჰაერო აკრობატიკის გუნდი (ავსტრია)  - ბი300
  • ფრაპორტ ეიჯი (გერმანია 0 ფრანქფურტის აეროპორტი) - ი100
  • ჩრდილო-დასავლეთის კომუნალური სამსახური (აშშ) - ბი300 / ვი100
  • შოტლანდიური და სამხრეთის ენერგია (გაერთიანებული სამეფო) - ი100
  • ფლორიდა ფიშ ენდ ვაილდლიფე (აშშ) - ვი100 / ვი200 / ეს400
  • ჩარლსტონის მხარე (აშშ) - ბი300 / ეს400 / ვი100


ჯიტეკის კორპორატიული ვიდეო რგოლი

მოკლე მიმოხილვა


კომპანია: ჯიტექ ტექნოლოჯი კორპორეიშენ

დაარსდა: 1989 წ.

საჯარო რეგისტრაცია: 2002 წ.

სავაჭრო სიმბოლო: TWSE:3005

მოგება 2014 წ.: $536 მლნ. აშშ დოლარი

კაპიტალი:$190 მლნ. აშშ დოლარი

თავმჯდომარე: ჯეიმს ეიჩვანგი

 

ჯიტექის ისტორია


1985 - მიტაქი აყალიბებს თავდაცვითი ელექტრონიკის დეპარტამენტს.

1989 - ჯენერალ ელექტრიქს აეროსფეისი და მიტაქი 50/50 წილების გადანაწილებით აყალიბებს ერთობლივ საწარმო ჯიტექს.

1990 - RCS 86/35 გამოდის ცენტრალური პროცესორით, რომელიც მუშაობს -55-დან +71-მდე გრადუსი ცელსიუსის შკალით ტემპერატურულ საზღვრებში.

1991 - ტე-სერიის დებიუტი, როგორც პირველი შეჯავშნული პორტატული კომპიუტერი რომელიც აღჭურვილია 4 სრული ზომის გაფართოების სლოტით.

1992 - ენ-სერიის შეჯავშნული სამხედრო პორტატული კომპიუტერი  გამოდის სამხედრო შესართებით და ინტეგრირებული გპს მოდულით.

1993 - აი- სერიის შეჯავშნული კომპიუტერის წარმოების დაწყება მძიმე ინდუსტრიული პირობებისთვის.

1994 - ელ-სერიის, პირველი მსუბუქი შეჯავშნული კომპიუტერი ჯიტექის პორტფოლიოში.

1995 - პირველი მაგნიუმის შენადნობის შასის მქონე ეი-სერიის შეჯავშნული პორტატული კომპიუტერის წარმოების დასაწყისი.

კომპანიამ მიიღო ISO 9001 სერთიფიკატი.

ჯიტექ ინქორპორეითიდის დაარსება კალიფორნიის შტატში ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების და მომსახურების გასაწევად.

1996 - ცეეი- სერიის შეჯავშნული პლანშეტური კომპიუტერის წარმოების დასაწყისი.

1997 - კომპანია იღებს ISO 14001 სერთიფიკატს.

1998 - დაიწყო სამომხმარებლო კომპიუტერების შექმნა საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული ბრენდისთვის.

2001 - დაიწყო კომპაქტური შეჯავშნული კომპიუტერის დაბლიუ-სერიის წარმოება, რომელიც 25.4 სმ ეკრანით იწონიდა მხოლოდ 2.27 კგ-ს.

2002 - მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდისთვის დაიწყო შეჯავშნული საპოლიციო კომპიუტერების წარმოება.

გამოჩნდა ტაივანის ბირჟაზე ნომრით 3005.

2003 - მიიღო OHSAS 18001 სერთიფიკატი.

2004 - დაიწყო ემ220 სერიის შეჯავშნული კომპიუტერის წარმოება, რომლის ეკტანის ზომა 35/38 სმ იყო.

დაიწყო თხევადკრისტალური ტელევიზორების და ემპე3 დამკრავების წარმოება მესამე ბრენდებისთვის.

2006 - დანერგა "მწვანე წარმოების ინიციატივები" ყველა საწარმოო ქარხანაში.

2007 - დაიწყო ნახევრად შეჯავშნული პი470-ის წარმოება.

შეერწყა მიტაქ პრესიჟენ ტექნოლოჯის მიტაქ ტექნოლოჯი ქორპორატიონში კომპონენტური და მოდულური ბიზნესის გაფართოების მიზნით.

2008 - დაიწყო შეჯავშნული ბიზნეს კომპიოუტერის 8212-ის წარმოება.

დაიწყო ბე300 სერიის წარმოება, შეჯავშნული პორტატული კომპიუტერი რომელიც აღჭურვილი იყოს პირველი მზეზე წაკითხვადი ეკრანით, რომელზეც ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი იყო 1200 ნიტ. (კანდელა/მ^2) სინათლის პირობებში.

დაიწყო ყველაზე მსუბუქი შეჯავშნული პლანშეტური კომპიუტერის ი100-ის წარმოება, რომელიც აღჭურვილი იყო 21.34სმ ეკრანით და იწონიდა მხოლოდ 1.4კგ-ს.

სრულად შეჯავშნული გპს ხელის კომპიუტერის პიეს535ი-ს წარმოების დაწყება.

შეჯავშნულმა კომპიუტერმა ბი300-მა მიიღო ნესტიან და მარილიან გარემოში მუშაობის სერთიფიკატი.  [სამხედრო სტანდარტი 810ეფ ნაწილი 509.4]

2009 - დაიწყო მე-2 თაობის სრულად შეჯავშნული პიეს535ეფ სერიის გპს ხელის მოწყობილობების წარმოება, მოწყობილობა აღჭურვუილი იყო ინტეგრირებული ალტიმეტრით და ელ-კომპასით.

გამოცხადდა შეთანხმება ჰიულეტ პაკარდთან, მოწყობილობების და მომსახურების მიწოდებაზე ჰიულეტ პაკარდის მესამე მწარმოებლების პროდუქციის მიწოდების ხაზის გამოყენებით.

ინგლისსა და სკანდინავიის ქვეყნებში გაყიდვების გაზრდის მიზნით ჩამოყალიბდა ჯიტექ იუკეი.

ჯიტექმა შეიძინა კომპანია სტეიქ ოფ ვაფერ ტექნოლოჯი კორპორეიშენი, მსოფლიოში პრიველი მწარმოებელი მაგნეზიუმ-ალუმინის შენადნობებისთვის.

2010 - გაჟღერდა 5 წლიანი გარანტიის შესახებ სრულად შეჯავშნულ კომპიუტერებზე.

2011 - დაიწყო ნახევრად შეჯავშნულ ეს400 პორტატული კომპიუტერის წარმოება.

იქს500 სრულად შეჯავშნული კომპიუტერის ახალი 39.6სმ ეკრანით, გაფართოების შასით და მძლავრი პროცესორით.

2012 - იქს500-მა გაიმარჯვა ტაივანის ბრწყინვალების ჯილდო - ოქროს ჯილდო.

პიეს336-ის დებიუტი ჯიტექის ექსკლუზიური ტექნოლოგია ფლექსიკონის გამოყენებით, რომელმაც მოწყობილობის შესაძლებლობები ერთი ორად გაზარდა.

ჯიტექის მომსახურება ავიდა ახალ საფეხურზე ფედექსის ტეჩქონექთთან ჯიტექის მოწყობილობების მომსახურებაზე ხელშეკრულების დადების შემდეგ.

ჯიტექმა გაამყარა თავისი პოზიციები მცირე ზომის შეჯავშნული კომპიუტერების ბაზარზე ანდროიდის ბაზაზე შექმნილი ზი710 მოწყობილობის ბაზარზე წარდგენით.

2013 - ჯიტექმა წარმოადგინა ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ანდროიდ 4.1 სისტემაზე მომუშავე სრულად შეჯავშნული პლანშეტური კომპიუტერი.

ჯიტექმა წარმოადგინა მობილური შეჯავშნული სერვერი იქს500.

ჯიტექმა განახორციელა სრულად შეჯავშნული პორტატული კომპიუტერის ბი300 განახლებები.

ყველაზე თხელი და ყველაზე მსუბუქი სრულად შეჯავშნული გარდაქმნადი პორტატული კომპიუტერის ვი110-ის და პლანშეტური კომპიუტერი ეფ110-ის წარმოების დაწყება.

2014 - საველე პირობებში სამუშაო სრულად შეჯავშნული პლანშეტური კომპიუტერის თი800-ის წარდგენა.


ჯიტეკის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.Getac.com