დიტექის და ქომროდ ქომუნიქეიშენ გრუპის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი ცომროდ ქომუნიქეიშენ გრუპის ავტორიზებული წარმომადგენელია საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს სამხედრო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის სტრუქტურებს სთავაზობს კომპანიის მიერ წარმოებულ ტაქტიკური გამოყენების შეჯავშნულ სამხედრო ანტენებს (ხელის, ზურგის, სამანქანო, საბაზო და სანაოსნო ანტენებს) და შესაბამის სწრაფად გაშლად საკომუნიკაციო ანძებს.

ქომროდ ქომუნიქეიშენ გრუპის შესახებ


ქომროდი დაკავებულია სამხედრო, საზღვაო და ტელესკოპური ანტენების, სექციური ანძების, კვების ბლოკების, აკუმულატორების დამმუხტველების და სპეციალური კომპოზიტური პროდუქტების წარმოებით.

კომპანია საერთაშორისო მასშტაბებით წარმოდგენილი მიმწოდებელია თავდაცვის დანიშნულების კავშირგაბმულობის ბაზარზე. ჯგუფი ასევე აწარმოებს საანტენო სისტემებს კომერციული საზღვაო დანიშნულებისთვის და კომპოზიტურ პროდუქტებს ოფშორული და თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ჯგუფის მიერ წარმოებული პროდუქცია ასოცირდება ინოვაციურ, მაღალ ხარისციან და დიდი გამძლეობის მქონე პროდუქტებთან. მისი ნორვეგიული შვილობილი კომპანია ქომროდ ეიეს არის ანრენების და საანტენო სისტემების, კვების ბლოკების მიმწოდებელი, როგორც თავდაცვითი დანიშნულების, აგრეთვე სხვა საზღვაო და კომერციული ბაზრის წარმომადგენლებისთვის.

ქომროდ საფრანგეთი ესეი წარმოადგენს ანძების და ანძის მოსაწყობი სისტემების, ანტენების და კომპოზიტური ინდუსტრიული პროდუქციის მიმწოდებელს..

ქომროდ შვედეთი ეიბი (წარსულში დაბლიუაიბიი ტელესკოპიქ მასთს) არის მსოფლიო ლიდერი ალუმინისგან დამზადებული სწრაფად გაშლადი ტელესკოპური ანძების დამპროექტებელი და მწარმოებელი კომპანია.

ჯგუფის სათაო ოფისი განთავსებულია სტავანგერში, სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიაშ.

სამანქანო ანტენები

ზურგის და პორტატული ანტენები

საზღვაო ანტენები

საბაზო ანტენები


ქომროდის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვედზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.Comrod.com