დიტექის და ქემბიუმ ნეთვორქსის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი ქემბიუმ ნეთვორქსის პარტნიორი გახდა 2015 წელს, რის შემდეგ აქტიურად ახორციელებს მწარმოებლის უსადენო ქსელური პროდუქციის გამოყენებით ქსელების გამართვას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიების და უსადენო ქსელის ოპერატორებისთვის.

2018 ჩვენ მივიღეთ დისტრიბუტორის სტატუსი და დავიწყეთ wi-fi და კომუტატორების (cnPilot, cnMatrix) ხაზების დისტრიბუცია. დისტრიბუტორის როლში მჭიდროდ ვმუშაობთ პარტნიორ ორგანიზაციებთან , რომლებიც ახდენენ ქემბიუმის პროდუქციის რეალიზაციას საბოლოო მომარებლემზე. ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ პროექტების შემუშავებასა და ინტეგრაციაში, ვუზრუნველყოთ აპარატურის და ტექნიკური დახმარების შეუფერხებელი მიწოდება, მოვახდინოთ აპარატურის საგარანტიო შეცვლა და ვუზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაცია.

რაც შეეხება წერტილი-წერტილი და წერტილი-მრავალწერტილი წვდომის, სამხედრო გამოყენების აპარატურას, მათი მეშვეობით პროექტების შემუშავებას და დანერგვას სახელმწიფო და კერძო სექტორში, კომპანია ციფრული ტექნოლოგიები ახორციელებს მისი უშუალო ჩართულობით.

უსადენო კავშირი საზღვრების გარეშე.

2 მეტრიდან 245 კილომეტრამდე. საიმედო კავშირი წყვეტების გარეშე.

ქემბიუმ ნეთვორქსის შესახებ

 

ქემბიუმ ნეთვორქსი უსადენო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა, იგი აკავშირებს დაუკავშირებელს - ხალხს, ადგილებს და მოწყობილობებს. მწარმოებლის პორტფოლიო მდიდარია ვაი-ფაი, ფიქსირებული ფართოზოლოვანი წერტილი-წერტილი და წერტილი-მრავალწერტილი ტოპოლოგიის პლატფორმებით ნებისმიერი ბიუჯეტისთვის, რომლის მართვა და მონიტორნიგი შესაძლებელია "ღრუბელში" ან საკუთარ სერვერზე განთავსებული უფასო პროგრამული უზრუნველყოფით.

ქემბიუმ ნეთვორსქსის აპარატურით შესაძლებელია ააშენოთ მძლარვი ქსელი სანდო და გამძლე საფუძველით. ჩვენი პროდუქტები ერთნაირად მიმზიდველი და საიმედოა, როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და ინტერნეტ სერვისების მიმწოდებლებისთის. ჩვენი ინფრასტურქტურა მოიცავს უსადენო ქსელით შეერთებისთვის საჭირო ყველა მოწყობილობას, მათი საშუალებებითაც შეძლებთ კავშირის უზრუნველყოფას 2 მეტრიდან 245 კილომეტრამდე ნებისმიერი მიზნის და ამოცანისთვის. 

ქემბიუმის სათავო ოფისი განთავსებულია აშშ-ში, ილინოისის შტატშის ქალაქ როლინგ მიდოუში, ხოლო დისტრიბუციის და გაყიდვების ოფისები აშშ-ში, ინგლისსა და ინდოეთში. ქემბიუმის პროდუქციის რეალიზება ხორციელდება საგანგებოდ შერჩეული პარტნიორების გავლით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს თქვენი პროექტების მოკლე დროში, უნაკლოდ დასრულებასა და თქვენს წარმატებას.

კავშირი ყველგან და ყველასთვის


ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს ესაჭიროებათ სანდო, გამძლე, მაღალი ხარისხის აპარატურა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქსელის სწრაფად გამართვა და სტაბილურად ზრდა.

ePMP-ის სერიის აპარატურა ერთადრერთი სშუალებაა ბაზარზე ამ ამოცანის ამოსახსნელად, რადგან ამ მოწყობილობაში გაერთიანებული თანამედროვე ტექნოლოგიები (გპს სინქრონიზაცია, სიმძლავრის ავტომატური რეგულირება, სიგნალის მაფოკუსირებელი ანტენა, ანტენის წინ/უკუ გასხივების დიდი თანაფარდობა, სიგნალის ფილტრაციის ციფრული საშუალებები), რომლებიც იძლევა ამ ამოცანის ეფექტური და რეალური განხორიცელების შესაძლებლობებს.

PMP დისტრიბუცია

ქემბიუმის PMP პლათფორმაში ერთიანდება ყველაზე მოწინავე წერტილი-მრავალწერტილი ტოპოლოგიის მოწყობილობები, იგი უფრო თანამედროვეა ვიდრე LTE სტანდარტის მოწყობილობები,  მუშაობს გპს-ის სინქრონიზაცის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობების წამყვან პოზიციას სპექტრულ ეფექტურობის მიხედვით. ეგწ. მედუზა, მუშაობს 14x14 ანტენის გამოყენებით, მოწყობილობაში გაერთიანებულია 8 ცალი რადიოსადგური, თითეოული ორ ნაკანიანი, ხოლო სექტორული ანტენა შედგება 32 ინტეგრირებული ანტენისგან, რომელიც ერთობლიობაში მუშაობს როგორც სხივის ფორმირების აგრეთვე პარალელურ რეჟიმებში. მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად 7 სამომხმარებლო მოწყობილობასთან ინფომრაციის მიმოცვლა ყველაზე თანამედროვე LTE საგურს შეუძლია მოხლოდ 4-თან.

cnPilot უსადენო ქსელური წვდომის ახალი სტანდარტი როგორც შიდა ასევე გარე გამოყენებისთვის. პროდუქციის ხაზში გხვდება ახალი 802.11ac სტანდარტის ორ მოდემიანი მოწყობილობები, რომელიც გამოირჩევა დიდი გამტარობით და ქსელის შეუდარებელი სტაბილურობით.

ქსელის მართვა და მონიტორინგი შესაძლებელია, როგორც ღრუბელში განთავსებული, ასევე საკუთარ სერვერზე განთავსებული პროგრამული პაკეტით cnMaestro-თი, საიდანაც შეგვიძლია ვმართოთ მწარმოებლის ყველა პროდუქტი. 

cnMaestro ეს არის პროგრამული პაკეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და ახალ შესაძლებლობეს აძლევს მომხმარებელს

პროგრამების ნაკრები დაგეგმარების, მონტაჟის, ოპტიმიზაციის, მართვისა და კონტროლისთვის

PTP მაგისტრალური კავშირი

cnMatrix კომუტატორები

ქემბიუმის უფასო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, გეძლევათ შესაძლებლობა მოახდინოთ ქსელის დაგეგმარება და მისი ეფექტურობის ემულაცია. LinkPlanner ეფექტური ხელსაწყოა ქსელის პირველადი დაგეგმარებისა და მისი ვირტუალური განმოცდისთვის, პროგრამა ახდენს რთული მათემატიკური გათვლების პროფესიონალურ გაანგარუიშებასა და შედეგების თვალსაჩინო გრაფიკებად წარმოდგენას. cnArcher-ის მეშვეობით მონტაჟის და პირველადი პროგრამირების პროცესი იოლდება.  cnHeat გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ სტატისტიკური ინფომრაციის დამუშავება და გადატანა რუქებზე. cnMaestro-ს მეშვეობით შეძლებთ ქსელის ყოველი კომპონენტის კონფირგურირებას, მართვას, განახლებას და სტატისტიკური ინფომრაციის ანალიზს გრაფიკების, რუქების და ცხრილების სახით.

როდესაც კავშირზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება სპეციალური კავშირის საშუალებებს, ტრანსპორტს, უწყებებს, სამსახურებს, ამ შემთხვევაში დგბა საჭიროება გამოვიყენოთ სანდო, მაღალი წარმადობის, მძიმე პირობებში მუშაობის შესაძლებლობის მქონე აპარატურა, რომელიც აღჭურვილია დაბინძურებულ გარემოში მუშაობის ტექნოლოგიებით, სიგნალის ზედდების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებებით, სპექტირის და მოდულაციის დინამიური და უწყვეტი ადაპტირების მექანიზმებით. ქემბიუმის წერტილი-წერტილი შეერთების ტოპოლოგიის მოწყობილობების შექმნისას გამოცდილი ინჟინრების მიერ გათვალისწინებულია ყოველი დეტალი, გუნდის დიდი გამოცდილება იძლევა გარანტიას სანდო, უტყუარი და სტაბილური კავშირისთვის.

უსადენო ქსელისთვის შექმნილი მართვადი და პროგრამირებადი კომუტატორების ხაზი cnMatrix. იგი იძლევა საშუალებას მოახდინოთ ქსელის კონფიგურირების ავტომატიზაცია, პორტების სპეციფიკური პარამეტრები ერგება მიერთებულ მოწყობილობას, მისი ტიპის და თქვენი ალგორითმების გათვალისწინებით. POE გამოსასვლელი ამარტივებს აქტიური აპარატურის მიერთებას და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას. რაც მთავარია, კომუტატორების მართვა და მონიტორინგი ხორციელდება მართვისა და კონტროლის გაერთიანებული პლათფორმის cnMaestro-ს მეშვეობით. cnMatrix სპეციალურად უსედნო ქსელებისთვის არის შექმნილი, მისი მუშაობის პრინციპი შეხმატკბილებულია უსადენო ქსელების სპეციფიკასთან, რაც ერთობლიობაში იძლევა სრულყოფილ პროდუქტს.


ქემბიუმ ნეთვორქსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით

http://www.cambiumnetworks.com