დიტექის და ბრენ-ტრონიქსის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი წარმოადგენს აკუმულატორებისა და დასამუხტი მოწყობილობების მწარმოებელ ამერიკული კომპანიის ბრენ-ტრონიქსის ახალი პარტნიორი საქართველოში, იგი საბოლოო მომხმარებლებს, პარტნიორებს და სახელმწიფო უწყებებს სთავაზობს კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა პროდუქტს.

ბრენ-ტრონიქსის ინოვაციების ისტორია

როდესაც ლეო ბრენამ 1973 წელს დააარსა კომპანია ბრენ-ტრონიქსი, მან მიზნად დაისახა ეწარმოებია ბატარეები და აკუმულატორები, რომელიც საიმედოდ იმუშავებდა და გამოდგებოდა როგორც სამხედრო, ასევე ინდუსტრიული გამოყენებისთვის. ლეოს კარგად ესმოდა, რომ ამ სფეროებში წარმატებას ვერ მოიპოვებდა, თუ პროდუქტი მაღალი საიმედოობის არ იქნებოდა. კომპანიამ მოღვაწეობა თავდაპირველად ბატარეების წარმოებით დაიწყო და 1980-იან წლებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა დაამტკიცეს, რომ აკუმულატორები იყო მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ამსუბუქებს ლოგისტიკურ დატვირთვას, ბრენ-ტონიქსმა დაიწყო ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორების წარმოება და მისი პარამეტრების დახვეწა.

იმ დროინდელი აკუმულატორებიდან თანამედროვე ლითიუმ-იონის აკუმლატორებით, რომლებმაც დაამტიკცეს, რომ შესწევთ უნარი დააკმაყოფილონ თანამედროვე ჯარისკაცის მოთხოვნები და ასევე შეამსუბუქონ აღჭურვილობის მასა, კომპანია განაგრძობს აკუმულატორებისა და დასამუხტი მოწყობილობების მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მუშაობს ლითიუმ პოლიმერის ქიმიურ შემადგენლობაზე და ანვითარებს ახალი თაობის აკუმულატორებს მზის სისტემებისთვის.


უფრო იაფი და მეტად საიმედო

აკუმულატორების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს დაბალი ფასი, აკუმულატორის მოხმარება უფრო იაფია ვიდრე ერთჯერადი ბატარეების, რომელიც ხშირად საჭიროებს გამოცვლას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ფასი ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია საბოლოო მომხმარებლებისთვის, თუმცა ასევე გვესმის, რომ მომხმარებლები ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ პროდუქტის ხარისხი არ იქნება კარგი და ვაცნობიერებთ, რომ დაბალი ფასის მიღწევა ხარისხის გაუარესებით მიუღებელია.

ჩვენს პროდუქციაზე დაბალი ფასი მიიღწევა უკვე მრავალგზის გამოცდილი ტექნოლოგიების და კომპანიის ინოვაციების შერწყმით, პროდუქციის შემდგომი "დაჯავშნით", და მისი გამძლეობის და დაცულობის დონის სამხედრო სტანდარტამდე აყვანის გზით. შედეგად ვიღებთ სისტემებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი საიმედოობით და დაბალი ფასით.


ელ. პროდუქტების მიმწოდებელი

კომპანიის ინჟინრები მუშაობენ სამხედრო და ინდუსტრიულ მომხმარებლებთან და ანვითარებენ პროდუქტებს მათი სპეციალური მიზნებისთვის, მათივე მოთხოვნების გათვალისწინებით.


ბრენ-ტრონიქსი საიმედო პარტნიორია პროდუქციის წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე, გამოკვლევების და პროდუქციის განვითარების, წარმოების, გამოცდის და სერთიფიცირების, სპეციალური და სატრანსპორტო ნებართვების აღების ეტაპებამდე.

ფაქტები ბრენ-ტრონიქსის შესახებ


დაარსდა ვიეტნამის ომის ვეტერანის ლეო ა. ბრენას მიერ 1973 წელს.

1970-იან წლებში დაიწყო BA-279 და BA-270 ტიპის ბატარეების წარმოება. ასევე დაიწყო პირველადი ბატარეების წარმოება, კავშირგაბ-მულობის სისტემების-თვის, ისეთი როგორიცაა BA-5374/U “ლიფსთიქ" (ტუჩსაცხი) ბატარეა, რომელიც გამოიყენება სამაშველო შუქურებში.

1980-იანებში დაიწყო აკუმულატორების BB-586/U PRC-77 რადიოსადგურისთვის და BB-590 სინქგარსის რადიოსადგურისთვის.


1990-იან წლებში მიიღო აშშ-ს არმიის შეკვეთა აკუმულატორების დამუშავებისა და წარმოებისთვის, კონტრაქტი მოიცავდა პირველი ლითიუმ-იონის აკუმლატორის წარმოებასა და დამხუტვის ვიზუალური ინდიკატორის მქონე დასამუხტი მოწყობილობის წარმოებას

1992 წელს ბრენ-ტრონიქსი ნომინირებული იყო როგორც აშშ-ს არმიის საუკეთესო ქვეკონტრაქტორი მცირე ბიზნესი.

1990-91 წწ-ში კომპანია მიენჭა ელექტრონიქს კომანდ-ის ჯილდო, მოუნმაუნთსი, ნიუჯერსის შტატში - აშშ-ს და მოკავშირე ქვედანაყოფების სამხედრო აკუმულატორებით აღჭურვისთვის პერსიის სრუტის საომარი მოქმედებების დროს.

2000-იან წლებში მიიღო "ომნი ჩარჯ" კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც, სხვა სამხედრო მნიშვნელობის პროდუქტებთან ერთად განვითარდა BB-2590/U ტიპის აკუმულატორები და ჯარისკაცის პორტაბელური დამმუხტავი.

დღეის მდგომარეობით ბრენ-ტრონიქსი წარმოადგენს აშშ-ს უმსხვილეს მომმარაგებელს სამხედრო აკუმულატორების მიმართულებით. კომპანია მუშაობს შემდეგი თაობის შეჯავშნული პორტატული კვების სისტემების შემუშავებაზე.


ბრენ-ტრონიქსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი ბმულის გამოყენებით www.Bren-Tronics.com