დიტექის და 3ემ/პელტროის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ


დიტექი წარმოადგენს 3ემ/პელტორის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიაზე

3ემ/პელტორის შესახებ


3ემ წარმოადგენს დივერსიფიცირებული ტექნოლოგიების კომპანიას, რომელიც თავის მომხმარებლებს და პროფესიონალურ სააგენტოებს თავაზობს ინოვაციურ პროდუქციას. 3ემ 6 ბიზნეს მიმართულებით მუშაობვს, ექვსივე მიმართულება წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიო ბაზარზე.

3ემ-ის პროდუქცია და 40-ზე მეტი ტექნოლოგიური პლატფორმა, გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და აუმჯობესებს ინდივიდუალური ადამიანების და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას. კომპანია მოწოდებულია შეისწავლოს მომხმარებლების საჭიროებები და შექმნას ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი, შედეგი კი 50 000-ზე მეტი ინოვაციური გადაწყვეტაა, რომელსაც ვეხებით თანამედროვე ცხოვრებაში. 3ემ-ის სამყარო ნამდვილად უსაზღვროა.

ოფისის და სამოხმარებლო განყოფილება ზოგავს ოფისის მუშაკთა დროს, ზრდის ოფისის მუშაობის ეფექტურობას და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება მომხმარებლებს შეინარჩუნონ ოფისები და სახლები სუფთად, შენობები მოვლილად და დაზოგონ ოფისში მომუშავეთა დრო.


ხილვადობნის გასაუმჯობესებელი ლენტებით, ამრეკლი მასალებით და გრაფიკული პროდუქტების დახმარებით ვაუმჯობესებთ ადამიანების ცხოვრებას.

გამძლე და სანდი კვების წაროებით, მაღალი სიმძლავრის ელეწტული მოწყობილობებით და სწრაფი ტელეკომუნიკაციების ქსელებიის მეშვეობით ელექტრონიკის და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი აკავშირებს მსოფლიოს ხალხებს.

ექიმები, მედდები და დანტისტები უკეთ ემსახურებიან პაციენტებს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიღწევების და გამოგონებების წყალობით. 3ემ წარმატებით მოღვაწეობს მრავალი მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო და საოპერაციო იარაღების, სტომატოლოგიური და ორთოდენტული პროდუქციის, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებისა და პირადი მოხმარების საშუალებების მიმართულებით.


პროდუქციის ბაზარზე მიტანა უფრო და უფრო მარტივი ხდება, როდესაც გაქვს გლობალური ლიდერის გამოცდილება საიზოლაციო მასალების, სპეციალიზებული ქიმიური ნაერთების, ფილტრაციის სისტემების და დისტიბუციის არხის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. 3ემ-ის ინდუსტრიის და ტრანსპორტის დეპარტამენტი ეხმარება ტრანსპორტის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს უკეთ უზრუნველყონ ავტომობილების, საფრენი აპარატების, ნავების და სხვა მანქანა დანადგარების, როგორც წარმოება, ასევე მათი ექსპლოატაცია.


და ყველაზე ძვირფასი, უსაფრთხოების მიმართულებით, უსაფრთხოების და დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხვადასხვა გარემოში და პირობებში მომუშავე პერსონალის, პერსონალური დაცვის საშალებებით აღჭურვას, რომლიც გამოყენებითაც ადამიანები უზრუნველყოფენ სამუშაო პროცესის და პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვას.


3ემ გვხვდება ყველგან, დაწყებული სხლიდან, მცირე გაბარიტების ჰაერის გამწმენდით, საავტომობილო გზებზე ამრეკლი და მოსანიშნი საშუალებებით, შენობების ფასადებზე მზისგან დამცავი ლენტების სახით, ბიბლიოთეკაში რადიოსიხშირული იდენტიფიკატორებით. 3ემ გვხვდება ყველგან სადაც მაღალი ტექნოლოგიებია.


3ემ წარმოდგენილია 200 მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და მომხმარებლებს აწვდის ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს როგორიცაა Scotch®, Post-it®, Scotchgard™, Scotch-Brite®, Filtrete™, Command™, Nexcare™, Vikuiti™ and Scotchprint®.


3ემ მუდამ პოულობს გზებს საოცრებებისთვის. ინოვაცია არის კომპანიის წარმატების პირველი საფუძველი. 3ემ ხალხს აძლევს საშუალებას და თავისუფლებას იფიქრონ და წარმოიდგინონ, რადგან თავად სჯერა, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ბრწყინვალე იდეა. ინოვატორული 3ემ-ს ტექნოლოგია 100 წელზე დიდი ხანია წარმოადგენილია ადჰეზივების და აბრაზიების ბაზარზე, ხოლო თანამედროვე ცხოვრებაში კი სახელს იხვეჭს ნანოტექნოლოგიების და სინათლის სხივის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებით.


3ემ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია 17 000 თანამშრომლით, რომლებიც მუშაობენ ოფისებშსა და სადისტრიბუციო ქსელებში, რომელთა რაოდენობა ევროპაში შეადგენს 30-ს. 3ემ-ის გაყიდვებმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონში, 2007 წლის მდგომარეობით შეადგინა 6.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც კომპანიის საერთო გაყიდვების 26.5%-ია.


3ემ/პელტროის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://solutions.3m.com