ZEBRA-ს დაცული და საიმედო სმარტფონი TC25

სამომხმარებლო მოწყობილობების გამოყენება სამუშაო პროცესში წამგებიანი

ZEBRA-ს შექმნილი, საიმედო და დაცული სმარტფონი TC25 განკუთვნილია მცირე ბიზნესისთვის. მოწყობილობა აღჭურვილია ინტეგრირებული ბარ-კოდების წამკითხველით, დამატებითი გარე აკუმულატორის მიერთების შესაძლებლობით და სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ გახანგრძლივებული საგარანტიო მომსახურება. ისარგებლეთ TC25-ის უპირატესობებით შეუფერხებელი და ხანგრძლივი მუშაობისთვის.


როგორ დაგეხმარებათ TC25 თქვენს საქმიანობაში

tc25-product-video-web-cpn-en-us.m4v
tc25-product-video-web-cpn-en-us.m4v

ინტეგრირებული ბარ-კოდების წამკითხველი

შექმნილია მსოფლიო ლიდერის მიერ, ბარკოდების უშეცდომო, სწრაფი და საიმედო დამუშავებისთვის.

tc25-product-video-web-cpn-en-us.m4v

გამძლე კონსტრუქცია

Gorilla Glass-ის ეკრანი, მტვრისა და წყლის შეღწევადობის დაცვის ინდექსი IP65,  სამუშაო ტემპერატურული დიაპაზონი -10°-დან  50°C-მდე, ვარდნამედეგობა სამხედრო სტანდარტის შესაბამისად 1.2მ სიმაღლიდან.

tc25-product-video-web-cpn-en-us.m4v

დიდი ტევადობის აკუმულატორი

სრულ სამუშაო განაკვეთზე გათვლილი ჩაშენებული აკუმულატორი და დამატებითი გარედან მოსარგები აკუმულატორის მიერთების შესაძლებოლბა.


უპირატესობები

შექმნილია პროფესიონალების მიერ

კომპანიის 45 წლიანი სამუშაო გამოცდილების წყალობით, ZEBRA-მ შეძლო შეექმნა საიმედო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა გაზარდოს გაყიდვები და სამუშაო პროცესის ეფექტურობა. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება.

სწრაფი კავშირის საშუალებები

ზებრას რაციის ფუნქციის მეშვეობით, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებთ კოლეგებთან ოპრეატიული კავშირის დამყარებას მე-4 თაობის და LTE მობილური ქსელის გავლით.

ერგონომიული დიზაინი

შექმნილია ხშირი და უხეში მოხმარებისთვის, მოხერხებული ზომებით, მაგრამ გამძლე და დაცული კონსტრუქციით.

უსაფრთხოება და მხარდაჭერა

ზებრას LifeGuard for Android-ის დახმარებით უზრუნველყოფთ ოპერაციული სისტემის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი განახლებების მიღებას მას შემდეგაც, რაც სისტემაზე Google-ის მხარდაჭერა შეწყდება.

დაცული ინვესტიციები

გაუმართაობის გამო დაგვიანებით მიწოდებულმა მომსახურებამ, შესაძლოა უკმაყოფილო დატოვოს თქვენი მომხმარებლები. აამუშავეთ დაცული სმარტფონი და თქვენი ბიზნესი შეუფერხებლად, ზებრას გახანგრძლივებული საგარანტიო მომსახურების დახმარებით.

ყველა საჭირო აქსესუარი

მოწყობილობის ეფექტური გამოყენებისთვის დაგეხმარებათ ზებრას აქსესუარების ფართო ასორტიმენტი - დასამუხტი მოწყობილობები, სატარებელი შალითები, სახელურები და მრავალი სხვა საჭირო აქსესუარი.


მოწყობილობის დეტალები

თუ გნებავთ გაიგოთ უფრო მეტი TC25-ის ან ზებრას მიერ წარმოებული სხვა მოწყობილობების შესახებ დაგვიკავშირდით, დარგის სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას, უპასუხებს თქვენს კითხვებს, გაგაცნობთ, თუ რატომ არის კრიტიკული და მნიშვნელოვანი სამომხმარებლო მოწყობილობისგან მკვეთრად გასხვავებული, სპეციალური დაცული მოწყობილობების გამოყენება თქვენი ბიზნესისთვის. 

დაგვიკავშირდით

აუცილებელი ველი
აუცილებელი ველი არასწორი ელ. ფოსტის მისამართი
აუცილებელი ველი
აუცილებელი ველი
შეტყობინება გაგზავნილია
გთხოვთ სცადოთ თავიდან